Daily Archives: სექტემბერი 23, 2013

ევდოქსე კნიდოსელი

ევდოქსე კნიდოსელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 408 წელს ქალაქ კნიდში (მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ-სახელმწიფო ლაკედომონის კოლონია.იგივე სპარტას კოლონია,რის გამოც ძველი კნიდელები საკუთარ თავს სპარტელებად მიიჩნევდნენ).

“არქეოგრაფია”

“არქეოგრაფია” - ძვერბერძნულად “არქეო” აღნიშნავს – “ძველს”,ხოლო – “გრაფია” კი – “ვწერ”.იგი გახლავთ სპეციალური დამხმარე ისტორიული დისციპლინა თეორიასა და პრაქტიკაში,რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული ძეგლებისა და ისტორიული წერილობითი წყაროების დადგენას,შესწავლას და მათ გამოსაცემად მომზადებას.

“ლარიმარის ქვა”

“ლარიმარი ქვა” - გახლავთ ნახევრად ძვირფასი მინერალური ქვა,ცისფერი-მოთეთრო ფერისა.მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “დომინიკური ფირუზი”.

“ბრიგანტინა”

“ბრიგანტინა” - (იტალიურ ენაზე “ორანძიანი ბრიგი”),წარმოდგება სიტყვისგან “brigand”,რაც თავის მხრივ აღნიშნავს – მეკობრეს,ავაზაკს.ასე უწოდებდნენ ადრე მეკობრეთა ერთობ პოპულარულ და გავრცელებულ მსუბუქ გემებს,რომლებიც ძალიან კარგი მანევრითა და სისწრაფით გამოირჩეოდნენ.