Daily Archives: აპრილი 29, 2016

ამონარიდები ნიკო ლომოურის ნაწარმოებებიდან…

“ხომ გინახავთ,ჩემო ბატონო,ისეთი ადამიანი,რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს,გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამგვარ შეხედულობას,ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს,ფარვანას მსგავსადვე,კისერს იმტვრევს მის ცბიერებით სავსე გულზედა.

იოსებ სტალინის სიტყვით გამოსვლიდან…

“ზოგჯერ კითხულობენ,ხომ არ შეიძლება რამდენადმე შევანელოთ ტემპები,შევაკავოთ მოძრაობა.არა,ამხანაგებო,არ შეიძლება! არ შეიძლება ტემპების შემცირება!.. ტემპების შენელება ჩამორჩენას ნიშნავს.ჩამორჩენილებს კი სცემენ.ჩვენ კი არ გვინდა ნაცემი ვიყოთ.არა,არ გვინდა!

გიორგი ქუჩიშვილი – “ჩემი ფიქრები”

შემოღამდება და ვარსკვლავები

ცაზე კენტ-კენტად აენთებიან,