Daily Archives: დეკემბერი 19, 2019

ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

„ნოეზე დიდი მოღალატე კაცობრიობას არ ახსოვს. იუდა ვინ მიგდია. ნოემ ადამის მოდგმა გაწირა. იმის მაგივრად, რომ გაეფრთხილებინა, არიქა, ვისაც როგორ შეგიძლიათ გადაირჩინეთ თავიო, იჯდა და კიდობანს აკოწიწებდა. ვინ იცის, თან ღიღინებდა კიდეც”.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„საკუთარი სახლი, რაც არ უნდა დაუცველი და დაძველებული იყოს იგი, მაინც სხვის ციხესიმაგრეებს სჯობია, რადგან შენია, შენი ნაფიქრალით, შენი სუნითაა გაჟღენთილი

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მუცელი უსირცხვილოა, ცხოვრებასავითაა, ვერც სიცარიელეს ითმენს, ვერც სისავსეს. სულ უნდა ავსო და აცარიელო, ავსო და აცარიელო”.

ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”

„მეძინა იქ, სადაც მომიხერხდებოდა და ვჭამდი იმას, რასაც გადავაწყდებოდიო”. – ასე იხსენებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის პირველ პერიოდს სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი - ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები).