Daily Archives: ივნისი 7, 2022
ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„როცა გულში ღამეა, თვალი გინდ მზეს უმზერდეს და გინდ კუპრის ცას, რა განსხვავებაა…” – (ცხოვრება პატარა კაცისა)
ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…
„ – მეგონა, – ადამიანის სული ეძებს სხვა ათასის შორის თავის მონათესავე სულს. მეგონა – რა ნახავს სული მოკავშირე სულს, არ დაშორდება არაოდეს. და ეს კავშირი მეჩვენებოდა უკუნიდან წარმომდგარ ძალათ, რომელიც უკუნისამდი ცოცხლობს… შევცდი…” – (ერთი დრამის ეპილოგი)
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ძმათა და სისხლის ნათესავთა შორის ატეხილ ბრძოლაზე შემზარავი ქვეყნად არაფერია – უცხონი არასოდეს ებრძვიან ერთმანეთს ისე დაუნდობლად, როგორადაც ურთიერთგადაკიდებული ნათესავ-ახლობლები”.