Tag Archives: ფრაზეოლოგია
პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს მოსაზრებები…
1. „ბუნებამ ქალს უთხრა: “თუ გსურს – იყავი ლამაზი; თუ შეგიძლია – იყავი ბრძენი. თუმცა გონიერი უსათუოდ უნდა იყოო”.
მუამარ კადაფის მოსაზრებები…
1. მე არ წარმოვადგენ იმ დიქტატორთა კატეგორიას,რომელთაც შეუძლიათ ქვეყანაში გათიშონ facebook.უბრალოდ და მარტივად,რომ ვთქვა,ყველას ციხეში ვგზავნი ვინც კი ამ საიტს სტუმრობს.
ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას მოსაზრებები…
1. “თუკი მე დავმარცხდები, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ გამარჯვება შეუძლებელია. ბევრმა განიცადა მარცხი ევერესტის მწვერვალის დაპყრობისას, თუმცა საბოლოოდ ევერესტი მაინც იქნა დამარცხებული და დაპყრობილი”.
მეტიუ პეიჯ “ნეტ” დეიმონის მოსაზრებები…
1. პაპარაცებთან,ერთი ძალიან კარგი ხელშეკრულება მაქვს დადებული და იგი შემდეგში მდგომარეობს: მე არაფერს ვაკეთებ მათთვის საინტერესოს და ისინი ეშვებიან ჩემს დევნას.
“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. სიკვდილის ანგელოზს არასოდეს აინტერესებს, ადამიანი მზად არის თუ არა მასთან შესახვედრად.
ტერენს ვენს “ტერი” გილიამის მოსაზრებები…
1. ფული მის ჭეშმარიტ ღირებულებას მაშინ ავლენს,როდესაც საბოლოოდ თავდება.
ბენჯამინ დიზრაელის მოსაზრებები…
1. მოქმედებებს ყოველთვის არ მოაქვთ ბედნიერება,თუმცა ფაქტია,რომ მოქმედებების გარეშე ბედნიერების მიღწევა,ყოვლად შეუძლებელია.
მოჰამედ ალ-ბარადეის მოსაზრებები…
1. “როდესაც “ცივი ომი” დასრულდა,ჩვენ დავანგრიეთ კედელი,რომელიც ჰყოფდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს.თუმცა,სამწუხაროდ დაგვავიწყდა აგვეგო ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს – მდიდრებსა და ღარიბებს შორის”.
რაბინდრანათ თაგორის ნააზრევი…
“არაფერია სამყაროში,ყოველივე ჩემშია მოცემული, – ასეთი განწყობილება ახასიათებს გარკვეულ ასაკს,როცა გული პირველად იღვიძებს,ხელს უწვდის მთელ სამყაროს და სურს,ჩაიხუტოს ის,ასევე ბალღსაც,რომელსაც კბილები ამოსდის,ეჩვენება,რომ ყველაფერი მისი ღრძილებისთვისაა განკუთვნილი და ამიტომაც ყველაფერს პირისაკენ მიაქანებს.