Tag Archives: ფრაზეოლოგია
ოთარ ჭილაძის ნააზრევი…
„მე თუ მკითხავთ, თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს, არ გამოადგა, ვერ მოიხმარა როგორც თავად უნდოდა და სანაგვეზე მოისროლა ძველი ქუდივით”.
ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…
„არ მართებთ უცხო კაცებს სხვათა ცოლების ღირსებებზე საუბარი”. – ევბოიდე
თედორე დოსტოევსკი წერდა…
„ადამიანი უგუნური თუ არ არის, საშინლად უმადური მაინც გახლავთ! ფენომენალურად უმადური! ისიც კი მგონია, რომ ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა”.
კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
„ვინც მეფეთა სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს დილეგიც”.
„დამაკვირდი”
„ჩემს უკან, ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქნას”. – სულხან-საბა ორბელიანი
„დამაკვირდი”
„მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ეს გაგამართლებს გგონია? არ წაგიკითხავს, „ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და ბიწიერებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ”. – ოტია იოსელიანი
გიორგი სიჭინავა წერდა…
„ძალა და უფლება პირველ რიგში იმისთვის სჭირდება ადამიანს, რომ განუკითხავი იყოს”.