Tag Archives: ფრაზეოლოგია

ოდრი კეთლინ რასტონის (ოდრი ჰეპბერნი) მოსაზრებები…

1. “როდესაც ადამიანი ასაკში შედის,ათვითცნობიერებს და ამჩნევს,რომ ორი ხელი აქვს: ერთი რომელიც თავად მას ეხმარება,ხოლო მეორე,რომლითაც სხვას უნდა დაეხმაროს”.

„ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1. „ხშირ შემთხვევაში თვალდახუჭული ერთგულება შეურაცხყობს ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას”.

“ჯოდჰა და აკბარი”

“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1. თქვენ,იცით თუ არა,რომ მე ნებისმიერი საიდუმლოს შენახვა შემიძლია?!  და მზად ვარ ნებისმიერივე საიდუმლო საფლავში ჩავიყოლო.მიუხედავად ამისა,საერთოდ არ მსურს და არ ვაპირებ,რომელიმე საიდუმლომ თავად ჩამიყოლოს სამარეში!

“მარია მედიჩის ზარდახშა”

ალექსანდრე გერცენის ნააზრევი…

“ვინც ღვინოს არ ეტანება,ყველა ღვინის მსმელი ლოთი და ვაგაბუნდი ჰგონია.ყურძნისა და ღვინის ქვეყანაში ლოთები უფრო ნაკლებია,ვიდრე უვენახო და უვაზო მხარეში”…. (ავტორი გენია.ჯი)

“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1. თუ კი მთელი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე,კვლავ გააგრძელებ იმის კეთებას,რითაც დაკავებული იყავი ყოველთვის – მუდმივად დარჩები ის,რაც ადრე იყავი.

“სამარიტიანელი”

სტანისლავ ეჟი ლეცის მოსაზრებები…

1. “მონათა ოცნება”: ბაზარი,სადაც შესაძლებელია კარგი ბატონის იაფად  შეძენა.

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი – “აფორიზმების” შესახებ წერდა…

“დახვეწილი,ზნეობრივი აფორიზმები აყალიბებენ ადამიანის ცხოვრების დანიშნულებას,ცხოვრების სიბრძნეს,თვალსაზრისს,განსაზღვრავენ სულიერი ცხოვრების მტკიცე საფუძველსა და მყარ დასაყრდენს ადამიანურ მოქმედებასა და შემეცნებაში”. (ავტორი გენია.ჯი)

კარლ კრაუსის მოსაზრებები…

1. სატანა – ძალიან ოპტიმისტი ყოფილა იმ შემთხვევაში, თუ ის ფიქრობს, რომ კიდევ შესაძლებელია ადამიანი უფრო უარესი გახადოს.

“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”…

1. ” – ცხოვრება მიდის ისე,როგორც მას სურს.გვეყოფა საკუთარი თავის მოტყუება და ყველაფერი კარგად იქნება.დღეს მე საბოლოოდ დავრწმუნდი ერთი აზრის ჭეშმარიტებაში: ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეყრდნოთ.

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ყოველმა ადამიანმა, საკუთარი ჩადენილი სისულელის გამო აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, თორემ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ჭკუას”.