Tag Archives: ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„გაჭირვებული კაცი ყველაფერს იტყვის. შეიხვეწებს, შეივედრებს, ყელს გამოაწევინებს, აატირებს, მუხლებზე დასცემს და ფეხის მტვრად იქცევს”. – (თეთრი ცხენი)

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ოხ, რა დიდი სიკვდილია, შენივე ჯილაგისა რომ წაგიჭერს ყელში სხვათა საამებლად”.

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

“აფსუს,ქართველი კაცის გულო!

სიმართლისა და სიკეთისათვის გიძგერია,სამშობლოს სიყვარულით ანთებულხარ და ხვეულ გზასავლებზე გიშუქებია.შურისძიებისათვის ანთებულხარ,მეომრისათვის ძალა არ გამოგილევია და უძლეველად გიქცევია,მეოფლისათვის ოფლი შეგიყვარებია,კაცური კაცისათვის სიმშვენიერე მიგიცია.ბაჯაღლოსავით უზადო ყოფილხარ,მხოლოდ ერთი ზადი გქონია,საძულველი ნაკლებად გძულებია,სასიყვარულო გადამეტებით გყვარებია.