Tag Archives: ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

“ვაი იმ ხალხს,რომელსაც ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას,საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის,საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!”

ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

“საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება,თავისთავის დანახვა ეთაკილება,ეზარება.რაც უნდა უყავ,თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ.

ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

“რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი,ის საყოველთაო სახელი გონებიდან გამოგვეცალა,ჩვენი გონება დაიფუყა,სულით და ხორცით დავკუწმაწდით,გონება ჩვენი როგორც ყოველივე საგანი,რომელიც დაიფუყება,შეგვივიწროვდა,დაგვისუსტდა და, რასაკვირველია,ვერაფერს ფართოსა და დიდ აზრს ვეღარ დაიტევდა და ვერ ზიდავდა.

ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

“დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა,დარღვევისა და წარწყმედისაც.წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი,როგორც აწმყო – მომავლისა.