Tag Archives: ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – “რჩევები ვაჟიშვილს”

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – „სიცრუით გატაცებული ადამიანები”

„არიან სიცრუით გატაცებული ადამიანები,რომელნიც ამ სიცრუეს უვნებლად თვლიან და გარკვეული აზრით მართლაც ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ,რადგან არავისთვის ზიანი არ მოაქვს,თვითონ მათ გარდა.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…

“გახსოვდეთ,რომ მცდარი აზრი,როგორი უხეშიც არ უნდა იყოს,თუკი გულწრფელია,უნდა სიბრალულს იწვევდეს ჩვენში და არა დაცინვას.გონებით ბრმა ადამიანი ისეთივე საცოდავია,როგორც თვალდავსებული და თუ ან ერთი,ან მეორე პირდაპირ გზას ასცდება,იგი არც დამნაშავეა და არც სასაცილო.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…

“სიზარმაცეში ნუ ჩაეფლობით,იცოდეთ,ზიზღის ღირსი,უსახელო სიცოცხლე იქნება თქვენი ხვედრი.იგი არ მოგცემთ გასაქანს მოიმოქმედოთ რამე,წიგნად დასაწერი და არც წიგნს დაგაწერინებთ,წასაკითხად ვარგისს,ხოლო ყველა გონიერი კაცი ხომ ამ ორი მიზნიდან ერთერთისაკენ მაინც უნდა მიილტვოდეს.უსაქმურობა,ჩემი შეხედულებით, – თვითმკვლელობის ნაირსახეობაა:

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – “რჩევები ვაჟიშვილს”

“გახსოვდეს,რომ ქება-დიდება,თუკი ის დაუმსახურებელია,მკაცრ დაცინვად,შეურაცხყოფადაც კი იქცევა ხოლმე და მთელი სიცხადით ამჟღავნებს ადამიანთა მანკსა და უგუნურებას.ეს ერთგვარი რიტორიკული ხერხია,რომელსაც ირონია ჰქვია და