Category Archives: სხვა
რეზო ესაძის ნააზრევი…
“ჩემი სიცოცხლის უკვე ტანმსხვილ ხეზე ღამეები ხეებზე მეტად შრიალებენ,რადგან ყველაფერი ღამეებში მოხდა,როცა ვისგანაც დღე მტკიოდა,ყველას ეძინა.დღეები ყრუდ მიდიან.სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს.ასე მოვდივარ მწყრალი შარით,სადაც ცხელი ყინულის გაღმა გახურებული ქვები ქშუიან და დამშრალი ტალღების ფსკერზე თევზის ლანდი თამაშობს”. (ავტორი გენია.ჯი)
მარჯორი სკოტ უორდროპი – “ქართველებისა და ქართული ენის შესახებ”
“ქართველებს უყვართ სტუმარი.სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. (ავტორი.გენია.ჯი) გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა,ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით,რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მივედით.
ზიგმუნდ ფროიდის წერილებიდან…
“ოცნებები მარადიულ დიდებაზე ისეთი მშვენიერი იყო – ისევე,როგორც სიმდიდრეზე,სრულ დამოუკიდებლობაზე,მოგზაურობებზე და ბავშვების დახსნაზე სასტიკი პრობლემებისაგან,რომელთაც მე ბავშვობა წამართვეს…
“მერლინის პრემია” – (ილუზიონისტთა პრიზი)
“მერლინის პრემია” - წარმოადგენს პოპულარულ ყოველწლიურ პრიზს,რომელიც ილუზიონისტთა საერთაშორისო საზოგადოების (IMS) მიერ გადაეცემა ილუზიონური ჟანრის,წლის საუკეთესო შემსრულებელს. (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანტინე სტანისლავსკის ნააზრევი…
“მე მეშინია დავემსგავსო მოხუცს,რომელსაც თავი ახალგაზრდად მოაქვს,ახალგაზრდებს ეფარისევლება და ისე იქცევა,თითქოს მათი ტოლი იყოს.
ჯონ გრიფიტ ჩეინის (ჯეკ ლონდონის) შესახებ წერდნენ…
“ჯეკ ლონდონი,შემოქმედების მწვერვალზე მყოფი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მწერალი იყო.მისი საუკეთესო რომანები ამერიკული ლიტერატურის კლასიკას წარმოადგენს”.
„რაა მამული?”
„სამშობლოს შეგრძნება ტერფებით იწყება და ტანით სრულიქმნება. შიშველი ტერფებით ფეხიდან ამოკრეფილი სილბო შადრევნის წნევით ამოიფრქვევა სხეულში. დედამიწაზე არ დგას ოკეანე, რომლის სიღრმე სამშობლოს ცვარის სიღრმეს უტოლდებოდეს.
რამაზ ჩხიკვაძის მოგონებებიდან…
“ყველაზე მეტად მე არ მინდა თამაში? ეს ხომ ჩემი უსაყვარლესი საქმეა… ნეტავ რიჩარდი მათამაშა ამ გამოცდილებით,კიდევ უკეთესად ვითამაშებდი… არტისტი ძუნწია,ისე არ მიანებებს თეატრს თავს,გული არ დაწყდეს… მაგრამ რომ არ შეგიძლია!”
ფრანც ფონ ბოლგარი – “სადუელო კოდექსიდან”…
“დუელი” – ეს არის ორ პირს შორის წინასწარი შეთანხმების შედეგად წარმოებული ორთაბრძოლა მომაკვდინებელი იარაღით,დადგენილი წესებითა და მოპირისპირე მხარეთა მიერ მოხმობილი მოწმეების თანდასწრებით.მიზეზი დუელისა – ეს არის ერთი პირის მიერ მეორის გამოწვევა მიყენებული შეურაცხყოფის სატისფაქციიისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)