Category Archives: ფრაზეოლოგია

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„წინასწარ ოთხი რამის არც შექება შეიძლება და არც ძაგება: პირველი, ეს არის საჭმელი, ვიდრე კუჭი არ გადაამუშავებს; მეორე – ორსული ქალი, ვიდრე არ შობს; მესამე – მეომარი, ვიდრე ბრძოლას არ დაამთავრებს და მეოთხე – გლეხი, ვიდრე მოსავალს არ აიღებს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჭკვიანი კაცი არ დასახლდება იქ, სადაც არ არის ხუთი რამ: მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მეფე; ანკარა წყალი და ნაყოფიერი ნიადაგი; გამოცდილი და თავდაჭერილი ვეზირები; მარჯვე და გულისხმიერი დასტაქრები და გულუხვი მფარველები”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„აჩქარებისა და დაუფიქრებლობის ბოლო სინანულია. განსაკუთრებით მაშინ არ ხამს ამჩატება, როცა საქმე ქალს ეხება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„რასაც ეძებ, გულმოდგინედ ეძებე და რასაც პოვებ, გონივრულად გამოიყენე”.

რადიარდ კიპლინგის ნააზრევი…

„თვალები, ტვინი და სტომაქი, – აი, რას ეფუძნება ადამიანის არსებობა. ამ სამში მაინც სტომაქია უმთავრესი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მე შემძრა ყველაზე კეთილშობილურმა შიშმა – შიშმა სხვის ბედ-იღბალზე”.

ვადიმ ბოიკოს მოსაზრებები…

„ხშირად, როცა მომჩვენებია ხოლმე, რომ ერთობ უხეში და გულქვა გავხდი, მივეჩვიე საკუთარ და სხვის ტანჯვას, რომ მიმიფურთხებია ყველასთვის, ოღონდ თვითონ გადავრჩე-მეთქი, ჩემივ თავისადმი სიძულვილს ავუვსივარ!”

პოლიკარპე კაკაბაძის ნააზრევი…

„ზოგი მარტო დასამარხად ბრუნდება სამშობლოში და მაინც მოუხარია”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბევრი მათგანი მიმზიდველად ოცნებობს, თუ რა კარგი იქნება ცხოვრება ორასი წლის შემდეგ, და არავის აზრადაც არ მოსდის უბრალო კითხვა: ვინღა აქცევს მას კარგად, თუ ჩვენ მხოლოდ ვიოცნებებთ?”

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ასეა, ბატონო! რომ იმუშაო, უნდა ჭამო…”