Category Archives: ფრაზეოლოგია
ჯაკომო ლეოპარდის ნააზრევი…
„ყოველი გადასვლა თანდათანობითი უნდა იყოს, ხოლო თუ ის ერთბაშად ხდება, სულ მალე უკანვე ბრუნდება, უკანვე შემოიქცევა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს იგივე გადასასვლელი. ასე ყოფილა და ასე იქნება.
ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„ყველა, ვინც კი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების გზით რაიმეს ისარგებლებს ან ისიამოვნებს, იმიტომ კი არ შეურაცხყოფს ვინმეს, რომ ბოროტი უყოს მას, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე არგოს თავის თავს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბრძენ ქირონს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, ბოლოს და ბოლოს, ისე მობეზრდა სიცოცხლე, რომ ზევსს გამოსთხოვა სიკვდილის ნებართვა და კიდევაც მოკვდა. თავად დაფიქრდი, თუკი ღმერთებსაც უმძიმთ უკვდავება, რა ეშველებათ საბრალო ადამიანებს?”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„აივანზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა ვარ… ეს კი შეიძლება სიმბოლურიც იყოს. მაგრამ აკი სწორედ სხვებზე მაღლა დგომაა რაღაც-რაღაცებს რომ გიკრძალავს… იცით რა? თითოეულ თქვენგანზე მაღლა დგომა, გაგიხარიათ, ჩემთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ ვაითუ პატარ-პატარა და აუცილებელმა სიხარულებმა ამ სიმაღლეზე ვერ ამოაღწიოს?”
გი დე მოპასანი წერდა…
„მონტე-კარლოში, მოყოლებული კანიდან, სადაც პატივმოყვარეობა ბატონობს, ვიდრე მონაკომდე, სადაც ბატონობს რულეტის თამაში, მხოლოდ იმისთვის ჩამოდიან, რომ ერთმანეთს თვალში ნაცარი შეაყარონ ანდა გაკოტრდნენ”.