Category Archives: ფრაზეოლოგია

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„როდესაც ვხედავთ,თუ რა ულმობლად ეპყრობიან ერთმანეთს ადამიანები,წინდაუხედაობა იქნებოდა გვეთქვა,ახლა ისინი უკეთესები არიან,ვიდრე წინათ იყვნენო”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„სიტყვას ასი ტყვია ესროლეს და ვერც ერთი ვერ მოარტყეს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„თუ არ არსებობს ღმერთი,ვინც მარადიულ ცეცხლს შემოგიგზნებს, და არც სული არსებობს,რომელიც ცეცხლს მიეცემა,თუ მე მექანიკური სათამაშო ვარ,ხოლო ჩემი მამოძრავებელი ძალა სიცოცხლისათვის ბრძოლაა, – მაშინ სიკეთეს არა ჰქონია ისეთი აზრი,მე რომ მასწავლიდნენ”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ღმერთები არასდროს ასაჩუქრებენ ვინმეს ისე,რომ რაიმე ხინჯიც არ დააყოლონ”.

უილიამ სომერსეტ მოემის ნააზრევი…

„კაცმა არ იცის,როდის დაგჭირდება ერთი შეხედვით ვითომ სრულიად ზედმეტი ამბების ცოდნა”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ადამიანებს შორის დიდი განსხვავება არაა.ადამიანი არის ნარევი სიდიადისა და სიმცირისა,ბოროტებისა და სათნოებისა,კეთილშობილებისა და სიმდაბლისა.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„სასამართლო დარბაზში,მოსამართლის დაშაქრულ მორალით აღსავსე სიტყვას როდესაც ვისმენ,საკუთარ თავს ვეკითხები,ნუთუ იმდენად დაავიწყდა საკუთარი ადამიანობა,როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს? ამიტომაც,მისი მოწყალების წინ ყვავილების თაიგულის გვერდით ტუალეტის ქაღალდიც რომ დაედოთ,ეს გაახსენებდა მას,რომ თვითონაც ისეთივე ადამიანია,როგორიც სხვები არიან”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„კაცის ვალია,რისი მიცემაც შეუძლია,დაუბრუნებლად მისცეს იმას,ვინც ვერ შეძლებს გაცემულის უკანვე დაბრუნებას.კაცის ვალია,უარით არ გაისტუმროს უპოვარი,ვისი ხელიც მხოლოდ მისაღებად და არა მიღებულის დასაბრუნებლადაა გაშვერილი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ისევე როგორც ერთი ფურცლის წაკითხვით არის შეუძლებელი მთელი წიგნის განსჯა,ადამიანის ერთი საქციელითაც შეუძლებელია მთელი მისი ცხოვრების განსჯა”.

ამონარიდები „ნალადიიარი”-დან

„მკვდართა თავის ქალები აფრთხილებენ ცოცხალთ და უტუჩო პირის კბილებდაკრეჭილი ღიმილით შეაგონებენ მათ: მტკიცედ დეგ ცხოვრების გზაზე,რადგან ხორციელი არსებობის ფასი მხოლოდ ეგაა”.