Category Archives: საინტერესო ფაქტები

“ტონტონ-მაკუტები” – (კარიბი ვამპირები)

“ტონტონ-მაკუტები” - “Tonton Macoutes”,წარმოადგენდა კარიბის ზღვის კუნძულოვანი ქვეყნის – ჰაიტის,ეგრეთწოდებულ გვარდიას (შემდგომში მათ ზედსახელად – “კარიბი ვამპირები” უწოდეს),რომლის წევრებსაც ოფიციალურად მოიხსენიებდნენ,როგორც “ჰაიტის ეროვნული უსაფრთხოების მოხალისეებს”.

“ლინჩის სასამართლო”

“ლინჩის სასამართლო” - გახლავთ “ბრბოს” მიერ ჩადენილი მკვლელობა,ეჭვმიტანილი ადამიანისა,რომელსაც ბრალი ედება სხვადასხვა დანაშაულში ან საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებების დარღვევაში,ყოველგვარი სასამართლოსა და კვლევა-ძიების გარეშე.

ტურ დე ფრანსის – “წითელი ფანარი”

“ტურ დე ფრანსი” - იგივე “საფრანგეთის ტური”,მსოფლიოში ყველაზე ცნობილი,განთქმული და პრესტიჟული ველორბოლაა,რომელიც სათავეს 1903 წლიდან იღებს.აღნიშნულ პოსტში არ შევჩერდები ამ ტურნირის მნიშვნელობასა და გამარჯვებულებზე,რადგან მინდა შევეხო,მხოლოდ იმ ჯილდოს,რომელსაც სახელად ეწოდება: “წითელი ფანარი”(ფრანგულად – Lanterne rouge).

ფაქტები “სიდედრის” შესახებ…

“სიდედრი” - იმდენად პოპულარულია სხვადასხვა ეროვნების ხალხებში,რომ მათზე იქმნება სიმღერები,ანეგდოტები და ისინი ხალხური ფოლკლორის გმირებადაც კი არიან გამოყვანილი.აღნიშნულ პოსტში გადმოგცემთ იმ უჩვეულო ფაქტების მცირე,თუმცა რეალურ “კალეიდოსკოპს”,რომელიც ნამდვილად საინტერესოა: 

ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი – “ეპიზოდი”

ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი (1827-1906 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი,პეიზაჟისტი და რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

თედორე შალიაპინი – “ეპიზოდი”

მსოფლიოში მრავალი საოცარი ფაქტი ხდება,რომელსაც ადამიანები ავლენენ ხოლმე.ამიტომ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი მოვლენა ჩვენს პერიოდშიც ისევე მრავლად ხდება,როგორც ეს წარსულში იყო.

“ბანკომატის ისტორიიდან”

“ბანკომატი” ანუ “automated teller mashine” - XXსაუკუნის მეორე ნახევრის,ყველაზე სასარგებლო გამოგონებადაა მიჩნეული,რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საბანკო ოპერაციები და ადამიანებს საშუალება მისცა,24 საათის განმავლობაში (კვირის ნებისმიერ დღეს),ისარგებლონ მისი მომსახურებით.

ფაქტები “Bugatti Veyron”-ის შესახებ…

“Bugatti Veyron” - მიჩნეულია,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და სწრაფ სერიულ ავტომობილად.მისი ოფიციალური მამქსიმალური სისწრაფე,რომელიც შეადგენს 431 კილომეტრ საათს.

ჰანს იოსტის ბიოგრაფიიდან…

ჰანს იოსტი (1890-1978 წლები) – გახლდათ გერმანელი მწერალი,დრამატურგი და პოეტი,რომელიც 1935 წელს დანიშნულ იქნა “მესამე რეიხის” მწერალთა კავშირის ხელმძღვანელად,რომელსაც იგი 1945 წლამდე ხელმძღვანელობდა.მის ერთ-ერთ ცნობილ “ფრთიან ფრაზას” წარმოადგენდა სიტყვები: ”როდესაც კულტურის შესახებ სიტყვები მესმის,მე ვხსნი დამცავს საკუთარ ბრაუნინგს”.

“მცდარი დასკვნები”

1. “არა აქვს მნიშვნელობა იგი ვინ გამოვა.ფაქტია,რომ მისგან ვერასოდეს დადგება საღად მოაზროვნე ადამიანი” – ამ სიტყვებით მიმართა,გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის,შესახებ მამამისს სკოლის მასწავლებელმა.