Monthly Archives: სექტემბერი 2013

ფაქტები – “ბაიკონურის კოსმოდრომის” შესახებ…

“ბაიკონურის კოსმოდრომი” - მსოფლიოში ცნობილი,უდიდესი და უძველესი კოსმოდრომია,რომელიც მდებარეობს ყაზახეთში,არალის ზღვიდან აღმოსავლეთით 200 კილომეტრის მოცილებით,ქალაქ ტიურა-ტამრთან ახლოს,რის გამოც მას ამ სახელითაც მოიხსენიებენ.

გიორგი ლეონიძე – “ვახტანგ VI-ეს შესახებ წერდა”…

“რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში! ყველაზე ქაოსურ ეპოქაში ვახტანგ VI მოვიდა,როგორც დაგვიანებული ჰარუნ-ალ-რაშიდი.”ქილილა და დამანას” მთარგმნელი და “დასტურლამას” ბრძენი დამწერი იძულებულია შუბი ატრიალოს და წვრილთვალა რკინა ჩაიცვას.

ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი

ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი - დაიბადა 1858 წლის 19 თებერვალს,ინდიელთა რეზერვაციაში,რედვულდ-ფოლსში (მინესოტას შტატი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ინდიელ მწერალს,რომელსაც მოიხსენიებდნენ სახელით – ოხაიეზა.

“ტამილების კალენდარი”

“ტამილების კალენდარი” - წარმოადგენს “მზის კალენდარს”,რომელიც დაფუძნებულია და სათავეს იღებს ძველინდური კალენდრისგან.აღნიშნული კალენდრით სარგებლობს ინდოეთის შტატებში – ტამილანდუში,პუდუჩერში და ასევე სინგაპურში,მალაიზიასა და შრი-ლანკაში მაცხოვრებელი ტამილი წარმომავლობის მოსახლეობა.

“რკინის ადამიანი”

“რკინის ადამიანი” - ინგლისურად “Iron Man”,გახლავთ ტიბეტური სკულპტურა,სიმაღლით 24 სანტიმეტრი,ხოლო წონით 10,6 კილოგრამი და გამოსახავს ბუდისტური სიმდიდრის ღმერთს – ვაიშრავანას.

ჟოზე მარია ესა დე კეიროში

ჟოზე მარია ესა დე კეიროში - დაიბადა 1845 წლის 25 ნოემბერს,პორტუგალიის ქალაქ პოვუა-დი-ვარზინში (პორტუს ოლქის მუნიციპალიტეტი).იგი გახლდათ გამოჩენილი პორტუგალიელი მწერალი და ავტორი ისეთი ცნობილი რომანებისა,როგორებიც არის: “პადრე ამარუს დანაშაულებები”,”ბაზილიოს ბიძაშვილი” და “მაიას ოჯახი”.

„დამაკვირდი”

1. „მდიდარს თავი ქამრის სარტყელამდე დაუხარე, გლახაკს – მიწამდე”. – ავაკუმი

“სტილოსი” – (გაიუს იულიუს კეისრის მკვლელი იარაღი)

“სტილოსი” - (სვეტი),წარმოადგენდა ბასრწვეროვან ცილინდრული ფორმის საწერ ინსტრუმენტს (ერთგვარ კალამს),რომლის სიგრძე 8-დან – 15 სანტიმეტრამდე იყო,ხოლო დიამეტრი 1 სანტიმეტრს შეადგენდა.

იაპონური ჩაის სახლი – “ტიასიცუ”

“ტიასიცუ” - იაპონურად გამოითქმის როგორც “ჩაის პავილიონი”.იგი წარმოადგენს სპეციალურ “ჩაის სახლს”და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია იაპონური ჩაის ცერემონიალური კულტურისა.

“საუდადი”

“საუდადი” - წარმოადგენს სპეციფიკურ თვისებას პორტუგალიელი და გალისიელი ხალხის კულტურასა და ეროვნულ ხასიათში,რომელიც შესაძლოა აღიწეროს ისეთი სიტყვებით,როგორებიცაა: მელანქოლია,ნოსტალგია,მწუხარება და სევდა.