Daily Archives: დეკემბერი 13, 2013

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის საოცარი მიმართვა კინოფილმიდან – “დიდი დიქტატორი”

- მაპატიეთ,მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე.არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე.მინდა დავეხმარო ყველას,ვისაც შემიძლია – ებრაელს,წარმართს,შავკანიანს,თეთრკანიანს.ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ადამიანები ასეთები ვართ.ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით.

“თერმოპილეს ბრძოლის” შემდეგ – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია,სპარტელებსა და სპარსელებს შორის გამართული ლეგენდად ქცეული “თერმოპილეს ბრძოლის” (ძვ.წ.აღ-ით 480 წელი) შემდეგ,ქსერქე I-მა ბრძანება გასცა უმამაცესი და სახელოვანი ლეონიდესის (მისი სახელი აღნიშნავდა – ლომის ბოკვერს) გვამისათვის თავი მოეკვეთათ.

“შეგცოდეთ, – შეგვინდევ და გვაპატიე,ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო!”

მშვიდობით თვენო უწმინდესობავ!

ეს ერთი კვირაა,შენი ანჩისხატი,მთელი მორწმუნე თბილისის ქართველობასთან ერთად,გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თვისს მამამთავარს.

ჰეროდოტე – “სკვითების ზნე-ჩვეულებები”

სკვითები შავიზღვისპირა თვალუწვდენელი ველის ერთი ბოლოდან მეორეში დაეხეტებოდნენ.მათ არც ქალაქები ჰქონდათ და არც სოფლები,არც ხნავდნენ,არც თესავდნენ – მესაქონლეობას მისდევდნენ.მათი კარვები ოთხთვალებზე იდგა და როცა უნდოდათ და საითაც უნდოდათ,იქით იზამდნენ პირს.მტერი ვერც დაეწეოდა და ვერც გაექცეოდა – უძლეველები იყვნენ.