Daily Archives: იანვარი 13, 2014

რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას რომაელი მისნები მკითხაობისას – “ძერას”…

დიდი ძველბერძენი მწერლის, მითოგრაფისა და ლოგოგრაფის – ჰეროდორე პონტოელის (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) ცნობის თანახმად, ძველი რომაელი მისნები ფრთოსან ფრინველებზე მკითხაობის ჟამს ყველაზე დიდ უპირატესობას ძერას ანიჭებდნენ.

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

“როგორც სულიერ მოძღვარს და ექიმს,ასევე პედაგოგსაც არ უნდა ამოძრავებდეს სხვა არაფერი,გარდა უშუალოდ თავისი უპირველესი მიზნისა – ასწავლოს ბავშვებს,გაანათლოს ისინი ისე,რომ მათგან დამოუკიდებელი ადამიანები ჩამოყალიბდნენ,რომელთაც მომავალში შეეძლებათ იცხოვრონ და იაზროვნონ საკუთარი გონებით.

ოთარ შალამბერიძის მოგონებებიდან – “გალაკტიონის შესახებ”…

ვერის ხიდს რომ მივუახლოვდი,უცებ მონუსხულივით შევჩერდი.ხიდის თავთან ზორბა ტანის კაცი იდგა,ეხურა საზაფხულო თეთრი შლაპა,ეცვა ასეთივე თეთრი,ფართოჯიბეებიანი ხალათი და განიერი შარვალი.იდაყვებით მოაჯირს დაყრდნობოდა,მარჯვენა ხელის თითები გაბანჯგვლულ წვერში ჩაეყო,იბურჯგნიდა… და მტკვარს გასცქეროდა.

ნიკო ფიროსმანი ამბობდა…

1. “ღმერთო, ნუთუ არ უნდა დადგეს ისეთი დრო, როცა გაუტანლობას, შურს და ამგვარ საქციელს კაცისას სამშობლოს ღალატს დაარქმევენ და ჩვენს მოდგმას იგი საფიქრალ-სადარდებელ საქმედ აღარ ექნება?”

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებულ შტატებში – “დიდი დეპრესიის” პერიოდში (1929 -1939 წლები),ქვეყანაში არსებული ბანკების 44% გაკოტრდა.