Daily Archives: იანვარი 17, 2014

რევაზ ინანიშვილი – “სტალინის” შესახებ წერდა…

“როდესაც მეკითხებიან,იყო თუ არა სტალინი დიდი ადამიანი,მე ჯერ ამის დაზუსტებას მოვითხოვ: რა არის საერთოდ დიდი ადამიანი.თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს,დიდ ადამიანებად (სადაც არ უნდა იყოს ის,პოლიტიკაში იქნება თუ ხელოვნებაში) ითვლებოდნენ ისინი,ვინც მეტ და მეტ ადამიანს მოიქცევდნენ თავისი გავლენის ქვეშ.

ვახუშტი კოტეტიშვილი – “ფერეიდნელი ქართველების” შესახებ წერდა…

“ნოსტალგიის განცდა ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა ყოველი ნორმალური ადამიანისათვის.კაცს,რომ უცხოეთში სამშობლო ენატრებოდეს,სადაც სიყრმე და სიჭაბუკე გაუტარებია,რა გასაკვირია?!

იოანე პავლე II-ის ქადაგებებიდან…

“ყველა ის სიძნელე და გასაჭირი,რომელთაც სარწმუნოება განიცდის,გვერგო იმისთვის… რომ მივცეთ რწმენას საშუალება,ფორმა შეიძინოს.ეს თითოეულმა უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს და არ შეგვეშინდეს.გახსოვდეთ,უფალი უფრო ძლიერია,ვიდრე ადამიანი! 

რატომ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით – “როდოსის კოლოსის” ავტორმა?

ქარეს ლინდოსელი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ როდოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველეს ქალაქ ლინდოსში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მოქანდაკესა და არქიტექტორს,რომელმაც სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ისტორიაში ადგილი,როგორც “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან” ერთ-ერთის – “როდოსის კოლოსის” ავტორმა და ამგებმა.