Daily Archives: მარტი 7, 2014

ბრაზილიის ეროვნული დევიზი – “Ordem e Progresso”

“Ordem e Progresso” – პორტუგალიური წარმომავლობის მქონე სიტყვებია და აღნიშნავს – “წესრიგს და პროგრესს”.იგი გახლავთ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული დევიზი,რომელიც დატანილია ქვეყნის ეროვნულ დროშაზე.აღნიშნული დევიზი,ბრაზილიამ იმავე წელს (1822 წლის 7 სექტემბერი) მიიღო,როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელობა მოიპოვა.

“აპლოდისმენტი”

“აპლოდისმენტი” – (ფრანგული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – მოწონების გამოხატვას ტაშის მეშვეობით).აპლოდისმენტი წარმოადგენს რისამე მოწონების ნიშნად ან მისალმების გამოსახატავად წარმოებულ ტაშს (ტაშისკვრას),რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა წარმოდგენებზე (თეატრებში,არენებზე,ცირკში და სხვა).აპლოდისმენტებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს შეძახილები (ოვაციები) – “ბრავო” და “ბრავისიმო”,რაც იტალიურ ენაზე აღნიშნავს – “შესანიშნავია”. (ავტორი გენია.ჯი) ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად