Daily Archives: მარტი 9, 2014
თენსინგ ნორგეის სიტყვა – “ჯომოლუნგმას” დალაშქვრის შემდეგ…
მას შემდეგ,რაც 1953 წლის 29 მაისს,საყოველთაოდ ცნობილმა და ლეგენდარულმა ნეპალელმა შერპმა ალპინისტმა – თენსინგ ნორგეიმ (1914-1986 წლები),ახალზელანდიელ მკვლევართან და ალპინისტთან – სერ ედმუნდ ჰილარისთან ერთად,ისტორიაში პირველად დაიპყრო და ფეხი დაადგა დედამიწის უმაღლეს წერტილს – “ჯომოლუნგმას” მწვერვალს,
ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “ნუ გეშინია,დედა!”
“ეს იმ კაცს გაუმარჯოს,ძია რუბენ,მთვარეზე რომ ფეხს შედგამს,იქიდან გადმოგვხედავს,მოვენატრებით,ჩამოვა,ჩაგვეხვევა,გვაკოცებს,იტირებს და გვეტყვის: ბიჭებო,მთვარის დედა ვატირე,დედამიწაზე ყოფნას რა ჯობია,დედამიწას გაუმარჯოს,მწვანე დედამიწას,თბილ დედამიწას,მზიან დედამიწას,წვიმიან დედამიწას.
გასაოცარი ისტორია “ვუნდერკინდის” – შეიხი შერიხუს შესახებ…
1999 წელს,აფრიკულ პრესაში პირველად გამოჩნდა ინფორმაცია უნიკალური ტანზანიელი ვუნდერკინდის - შეიხი შერიხუს შესახებ.იგი დაიბადა ტანზანიის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ უღარიბეს სოფელში მცხოვრები გლეხების ოჯახში.შერიხუს მშობლები მუსულმანური რელიგიის მიმდევრები და ერთობ მორწმუნეები გახლდნენ (მამა,ადრეულ წლებში მედრესეში სწავლობდა).რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან),ბავშვმა დაბადებისას ტირილის ნაცვლად,არაბულ ენაზე წარმოთქვა სიტყვები – “ლაილაჰაილლა ლლაჰა!”
ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
ნაციონალისტურ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის პრეს-მდივანმა – დრ.სედვიკმა,რომელიც ძალიან დაახლოებული გახლდათ მომავალ რაიხსკანცლერ – ადოლფ ჰიტლერთან,ჯერ კიდევ 1923 წელს ურჩია მას,რომ ის მოკლე ულვაში,რომელსაც იგი ატარებდა,ან საერთოდ გაეპარსა,ან კიდევ ჩვეულებრივი ულვაშის ზომამდე გაეზარდა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია…
1963 წლის 22 ნოემბერს,შუადღის 12:30 წუთზე,ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მომხდარმა საშინელმა მოვლენამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.სწორედ ამ დღეს იქნა მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები).თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული მკვლელობა დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.
ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები),ახალგაზრდული ასაკიდანვე იტანჯებოდა კბილებზე წარმოქმნილი პრობლემებით (კარიესით).როგორც ცნობილია,იგი თავის პირველ კბილს 22 წლის ასაკში გამოემშვიდობა.