Daily Archives: მარტი 14, 2014
ფრანჩესკო პეტრარკა – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი – ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374 წლები),რომელიც დანტე ალიგიერთან ერთად დღემდე მიჩნეულია რენესასნსის ფუძემდებლად, 40 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და “ლეთარგიულ” ანუ “საღათას ძილს” მიეცა (დღემდე მეცნიერულად დაუდგენელი ავადმყოფური მდგომარეობა,რომელიც ჩამოჰგავს ძილს და რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უძრაობა და უმოქმედობა).
ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “მშვიდობით იარაღო”
“მშვიდობით იარაღო” - გენიალური ამერიკელი მწერლის - ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961 წლები) მიერ 1929 წელს დაწერილი ნაწარმოებია.აღნიშნულმა რომანმა მწერალს ”ნობელის პრემია” მოუტანა.ფაქტიურად,ჰემინგუეიმ ამ ნაწარმოებში თავისი ავტობიოგრაფიის გარკვეული ნაწილიც შეიტანა.
რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”
გენიალური შოტლანდიელი პოეტი,ლირიკოსი და “შოტლანდიის ეროვნულ პოეტად” აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759 – 1796 წლები),ერთ დღეს მდინარის პირას სეირნობდა,რა დროსაც შეესწრო თუ როგორი წვალებითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოათრია წყლიდან უბრალო გლეხმა,ადგილობრივი დიდებული,რომელიც მდინარეში იხრჩობოდა.
პავლე ინგოროყვა – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი მამულიშვილი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაზე – პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები), საქართველოს მოსახლეობის აღწერისას (მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა), მთელი ძალითა და ენერგიით ცდილობდა არც ერთი ქართველი არ დაჰკარგვოდა საქართველოს.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა (უფროსი),ქართველების შესახებ წერდა: “მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე,რომელთაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო,კეთილი,პატიოსანი,გულუხვი და შემართებული ერია,რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას”.
ჟორჟ ჟაკ დანტონის შესახებ…
საფრანგეთის პირველი რესბუბლიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა,რევოლუციონერმა და იუსტიციის მინისტრმა რევოლუციისას – ჟორჟ ჟაკ დანტონმა (1759-1794 წლები),თანამოზრეებთან – მარატთან, შომეტომთან, დემულენთან და სხვებთან ერთად, 1790 წელს დააარსა პოლიტიკური კლუბი – “კორდელიერები”, რომელმაც შემდგომში უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყანაში წამოწყებულ რევოლუციაში.
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ მაშინაც კი ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივს ძალასა,როდესაც იგი სტოვებს თავისს სამშობლო ქვეყანას,შორდება მის ბუნებასა და ვარდება უცხო ბუნებისა და ცხოვრების გავლენის ქვეშა.