Daily Archives: მაისი 14, 2014
მიგელ დე სერვანტეს საავედრა ამბობდა…
“ჩემი ცხოვრება და ჩემ მიერ ჩადენილი საქმეები – აი,ჩემი სისხლის სიწმინდის საბუთები; ადამიანს გამოაჩენს საქმენი მისნი.თქვენ გინდათ იმის საბუთები,რომ ჩემში წმინდა სისხლი ჩქეფს? გავიწყდებათ ესპანელი ჯარისკაცების დამსახურებანი.მე ვდგავარ აქ,თქვენ წინაშე, და მოგაგონებთ,შეხედეთ ამ ხელს,ეს ხელი შევწირე ესპანეთის დიდებას.თქვენ გაინტერესებთ,თუ როგორი სისხლი მაქვს? გადაფურცლეთ ჩემი ცხოვრება და იქ ამოიკითხავთ!
“ჰაკას” ისტორიიდან…
გადმოცემების თანახმად,დაახლოებით ათასი წლის წინათ ახალი ზელანდიის ნაპირებს შვიდი ის კანოე მიადგა,რომლთა ბორტებზეც აღმოსავლეთ პოლინეზიელი ხალხი იმყოფებოდა.როგორც ლეგენდებშია გავრცელებული,ისინი ახალ ზელანდიას მითიური მიწიდან – ჰავაიუკიდან ეწვივნენ.მათივე მითოლოგიით – ჰავაიუკი აღმოსავლეთ პოლინეზიელების სამშობლოს წარმოადგენდა.