Daily Archives: მაისი 23, 2014
იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები…
დიდი ქართველი მამულიშვილი,პედაგოგი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილი (1840-1912 წლები),სიცოცხლის სამოცდამეცამეტე წელში იყო გადასული,როდესაც ფიზიკურად მოტყდა.სიკვდილის წინ ხანგრძლივად არ უავადმყოფია, – იგი მხოლოდ ერთ თვეს იყო ავად.
ივანე გომართელი წერდა…
“სამყარო,ბუნება,მეტად რთული საიდუმლოებაა,სიცოცხლე კი ერთობ წუთიერი.დროს დასასრული არა აქვს,სივრცეს საზღვარი,სამყაროს თავი და ბოლო,ჩვენი სიცოცხლე კი ელვასა ჰგავს, – გამოაშუქებს ერთ წამს და, სანამ ბუნების საიდუმლოებას ოდნავადაც მაინც მივუახლოვდებოდეთ,ჩაქრება კიდეც.
ფილიპე გოგიჩაიშვილი – “ქართველების თვისების შესახებ”…
“მართლაც ჩვენ,ქართველები,ისე პატარა ხალხი ვართ,რომ ყველანი – ასე ვთქვათ – ერთმანეთს ვიცნობთ პირადად.ისე ახლოსა და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს,რომ დაწვრილებით ვიცით ერთმანეთის ავი და კარგი,