Daily Archives: ნოემბერი 9, 2015
ვიოლინოს სიმები – “ეპიზოდი”
1750 წლისათვის – ვიოლინოს სიმების დასამზადებლად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იდეალურ მასალად მიჩნეული გახლდათ – ცხვრის გადამუშავებული ნაწლავები.პირველები,ვინც აღნიშნული მეთოდი გამოიგონა და გამოიყენა – იტალიელები იყვნენ.
პიერ დე კუბერტენი – “ეპიზოდი”
ანტიკური ხანის ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების სახით აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორისა და გამოჩენილი ფრანგი მწერლის – პიერ დე კუბერტენის (1863-1937 წლები) უშუალო თანხმობის შედეგად,ოლიმპიურ თამაშებზე (1912-1948 წლებში) სხვადასხვა სახეობის სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების გარდა,ოლიმპიური მედლებით ჯილდოვდებოდნენ ის არქიტექტორები,სკულპტორები,ლიტერატორები,მხატვრები და მუსიკოსები,რომლებიც გამორჩეულ და ორიგინალურ ქმნილებებს აწარმოებდნენ სპორტულ თემატიკაზე.
ბროსელიანდის ტყე
ბროსელიანდის ტყე – წარმოადგენს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბრეტანში (პემპონის კომუნა.ქალაქ რენიდან 30 კილომეტრის მოშორებით) არსებულ იმ ზღაპრულ და მითიურ ტყის მასივს,რომელთანაც დაკავშირებულია შუა საუკუნეების ლეგენდა მეფე ართურზე.