Daily Archives: ნოემბერი 1, 2015

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან – “კუკარაჩა”

“მთელი მსოფლიოს ადამიანები,ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ,მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის”. 

რაფაელ სანტის პასუხი კარდინალებს…

როგორც ცნობილია,აღორძინების ეპოქის გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა,გრაფიკოსმა და არქიტექტორმა - რაფაელ სანტიმ (1463-1520 წლები),იმ სურათზე (პეტრე და პავლე მოციქულები) განაგრძო მუშაობა,რომლის დახატვაც თავის დროზე რომის პაპის შეკვეთით დაიწყო დიდმა იტალიელმა ფერმწერმა და არქიტექტორმა – მიკელოცო დი ბართოლომეომ.

კარდინალი რიშელიეს რჩევა ჰერცოგ დე გიზს…

ახალგაზრდა ფრანგი ჰერცოგი დე გიზი,იმდენად იყო შეყვარებული გონზაგას ულამაზეს პრინცესაზე და ისე იყო მოწადინებული იგი ცოლად შეერთო,რომ მზად გახლდათ უყოყმანოდ ეთქვა უარი თავის უფლებამოვალეობის აღსრულებასა და უზარმაზარი შემოსავლების მიღებაზე.

მორის ფოცხიშვილი – “ჩემი სიყვარული”

ჩემი სიყვარული მდინარე არ არის,

რომ გადასცურო და გახვიდე გაღმა,

ამონარიდები ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის მოთხრობებიდან…

“რაც უფრო ახლოვდება სიკვდილის ჟამი,მით მეტად მერევა სიძულვილი ამ სამარისებული აჩრდილის მიმართ.ასე მოსდგამთ ხომ ცოცხალ არსებათ.უცნაურია,მკვდართა საუფლოში მყოფობდე და ჯერ ცხოვრების ნახევარიც არ განგევლოს.ათასჯერ უფრო შემზარავია ლოდინი ენით უთქმელი საშინელების”. – (რიქშა-აჩრდილი)

ანრი IV დე ბურბონი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ანრი IV დე ბურბონი (1553-1610 წლები),სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ გულგრილი არასოდეს ყოფილა და მრავალი სხვადასხვა ისტორიაც არის ამასთან დაკავშირებით აღწერილი ისტორიულ წყაროებში.

ფრანსუა დე მალერბი – “ეპიზოდი”

“უბრალო მგზავრი არასოდეს არ უნდა ჩაერიოს გემის მართვის საქმეში”, – წერდა პოლიტიკისადმი გულგრილად განწყობილი დიდი ფრანგი პოეტი – ფრანსუა დე მალერბი (1555-1628 წლები) და არც არასოდეს ჩარეულა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მაქსიმილიან დე ბეტიუნ სიული – “ეპიზოდი”

საფრანგეთის მეფე – ანრი IV დე ბურბონი უდიდეს პატივს მიაგებდა შესანიშნავი პოლიტიკური და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ – მაქსიმილიან დე ბეტიუნ სიულის (1560-1641 წლები).მეფემ მას ჯერ ბარონის,ხოლო შემდგომ ჰერცოგის ტიტულიც უბოძა.გარდა ამისა,ანრის მეფობის ჟამს დაინიშნა საფრანგეთის მთავრობის მეთაურად.

იულიანე განდგომილი – “ეპიზოდი”

361 წელს რომის იმპერიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა – ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (331-363 წლები).როგორც მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს,იულიანე მეტად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და ერთობ სძულდა ფუფუნების მანიშნებელი ნებისმიერი ნივთი.

ალფონსო VI მამაცი – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს მეფეს – ალფონსო VI მამაცს (1043-1109 წლები),სასახლის კარზე მომსახურე ქვეშევრდომების სრული სია მიართვეს.