Daily Archives: სექტემბერი 15, 2016
რა საოცრად აღწერა “უკრაინული ღამე” ნიკოლოზ გოგოლმა?!”
“იცით თუ არა თქვენ როგორია უკრაინის ღამე? ო,თქვენ არ იცით როგორია უკრაინის ღამე! ჩაუკვირდით მას: ზეცის შუაგულიდან მთვარე გადმოგყურებთ.ზეცის თვალუწვდენელი კამარა უფრო გაფართოებულა,უფრო თვალუწვდენელად გაშლილა.იწვის და სუნთქავს იგი.დედამიწა მთლად ვერცხლოვანი სინათლითაა მოსილი, და საუცხოო ჰაერი გრილი და შეხუთულიცაა,ვნებით აღსავსეც და სურნელების ოკეანესაც მიმოარხევს.ღვთაებრივი ღამე!
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რა კატეგორიის ხალხისათვის დააარსა დახმარების ფონდი აღორძინების ხანის ერთ-ერთმა ინტელექტუალმა ვენეციელმა პოეტმა ქალმა – ვერონიკა ფრანკომ (1546-1591 წლები)?
როგორ იქცა ეკლიანი ბალახოვანი მცენარე – “ნარშავი” შოტლანდიის ეროვნულ ყვავილად?
როგორც ცნობილია,მსოფლიოში არსებული ქვეყნების უმრავლესობას არა მხოლოდ ეროვნული დროშა და გერბი,არამედ ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებული ყვავილიც გააჩნია.თუკი იაპონელთათვის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ – ქრიზანთემა,შვეიცარიელთათვის – ედელვაისი,ვენესუელთათვის – ორქიდეა,ესტონელთათვის – ხახვისთავა,ხოლო მექსიკელთათვის – გეორგინა მიიჩნევა,შოტლანდიელებისათვის ამავე ფუნქციას რთულყვავილოვანთა ოჯახის ეკლიანი ბალახოვანი მცენარე – ნარშავი ასრულებს.
ხალხური პოეზიიდან…
ეს ზოგი კაცი რასა ჰგავს,ანუ არსებობს რისთვის? -
რასაც იშოვნის – ინახავს იმ ერთი შავი დღისთვის!