Daily Archives: სექტემბერი 4, 2016
ივანე ისაკოვი – “ეპიზოდი”
როდესაც საბჭოთა კავშირის ფლოტის მომავალ ადმირალს – ივანე ისაკოვს (1894-1967 წლები) მთავარმა ქირურგმა პეტროვმა უთხრა,რომ ბრძოლაში მიღებული საშინელი ჭრილობის გამო ფეხი უნდა მოეკვეთად,შეშფოთებულმა წარმოთქვა: “ექიმო,ფეხი ჯანდაბას,თავი,თავი გადამირჩინეთ!”
ალექსანდრე ვინოგრადოვის ფილოსოფიიდან…
”როდესაც ჟამთასვლას ახალი გზა გაჰყავს და დედამიწის ზედაპირს ახალი ნაოჭი დააჩნდება,მაშინ ძველი გზები,როგორც პირისახის ძველი ნაოჭები,კარგავენ თავის წინანდელ მოხაზულობას – დედამიწის ქვეყნებს შორის ისტორიის მიერ გაყვანილი გზები სასწაულებრივ ცვლილებას განიცდიან.
რა მიზნით მოიპარეს კომპანია “Bahlsen”-ის მთავარი სიმბოლო – “მოოქროვილი ორცხობილა”?
2013 წლის იანვრის ერთ წვიმიან ღამეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში განთავსებული გერმანული საკონდიტრო კომპანიის - “Bahlsen”-ის მთავარი ოფისის ცენტრალურ შესასვლელთან დამონტაჟებული კომპანიის 20 კილოგრამი მასის მქონე საფირმო ემბლემა – “მოოქროვილი ორცხობილა” მოიპარეს.
სტენდალი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ წვეულებაზე მყოფ დიდ ფრანგ მწერალთან და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ფუძემდებელთან – ანრი მარი ბეილთან (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალთან,ასაკოვანი მამაკაცი მივიდა და დარდიმანდულ-თავაზიან კილოზე მისთვის უცნობ მამაკაცს ჰკითხა: – რა ხელობის ბრძანდებითო.
მუზამილ სეიედ ჰასანი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 2004 წლის 15 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა მუსლიმანურმა სატელევიზიო ქსელმა – “Bridges TV”-მ.
რობერტ გროსეტესტი – “ეპიზოდი”
რობერტ გროსეტესტი (1170-1253 წლები) – წარმოადგენდა ოქსფორდის ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო სკოლის ინგლისელ ფუძემდებელს,ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერსა და ლინკოლნის საკათედრო ტაძრის ეპისკოპოსს.
რა წვლილი მიუძღოდა “United Fruit Company”-ს გვატემალის ხელისუფლების დამხობასა და მრავალწლიან სამოქალაქო ომში?
ცენტრალურ ამერიკაში განათვსებული ქვეყნის – გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ხაკობო არბენს გუსმანმა 1953-1954 წლებში ქვეყანაში აგრარული რეფორმების ფარგლებში გამოსცა ბრძანებულება მიწების ნაციონალიზაციის შესახებ,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას - “United Fruit Company”-ს,რომელიც ეგზოტიკური ხილის ექსპორტით გახლდათ დაკავებული,გვატემალაში,კერძო საკუთრებაში აღებული მიწის ფართობები ჩამოერთვა და ადგილობრივ გლეხებს გადაეცა.
“კრუასანის” წარმოშობის ისტორიიდან…
ნახევარმთვარის ფორმის მქონე ერთ-ერთ უგემრიელეს საკონდიტრო პროდუქტს - “კრუასანს”,არა მხოლოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია,არამედ მის შესახებ ლეგენდაც კი არის გავრცელებული.
გადაუხადეს თუ არა ქრისტიანული წესის დაცვით პარაკლისი გარდაცვლილ სტალინს?
ერთ დღეს კუნცევოს აგარაკზე საკუთარ კაბინეტში მყოფ სტალინს მოახსენეს,რომ მას რუსეთის პატრიარქი ალექსი ეწვია და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო.როგორც ირწმუნებიან,სტალინი პატრიარქ ალექსის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა,რადგან იგი მას ჭკვიან,დინჯ და დაკვირვებულ ადამიანად მიიჩნევდა.