Daily Archives: ოქტომბერი 28, 2017
ფრანსუა მიტერანი – „ეპიზოდი”
ერთადერთი სოციალისტი პრეზიდენტი,რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, – ფრანსუა მორის ადრიენ მარი მიტერანი (1916-1996 წლები) მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადამიანებზე ევთანაზიის პროცედურის ჩატარებას (უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თოვნით).
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა, მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი, ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა. ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს, რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა, მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე, რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”.
ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
1782 წლის 27 ოქტომბერს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო ქალაქ გენუაში არსებულ პასო დი გატა მორას ქუჩაზე,რაც თარგმანით „შავი კატის ქუჩას” აღნიშნავს,ქვეყნიერებას მოევლინა ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე,გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი.