Monthly Archives: ნოემბერი 2017

ამონარიდები ბორის პასტერნაკის რომანიდან – „ექიმი ჟივაგო”

„ყველა დედა – დიდი ადამიანის დედაა და მათი ბრალი როდია,მერე და მერე წუთისოფელი ზოგიერთ პირმშოს ხელს თუ მოუცარავს”.

არკადი რილოვი – „ლურჯ სივრცეში”

„ლურჯ სივრცეში” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვარ-პეიზაჟისტისა და გრაფიკოსის - არკადი რილოვის (1870-1939 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს,რომლის სიმაღლე – 109 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე – 152 სანტიმეტრია.

იცით თუ არა,რომ

1. იმისათვის,რომ შუა საუკუნეების ჩეხეთში რომელიმე დასახლებას ქალაქის სტატუსი მიეღო,აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში განთავსებული ყოფილიყო – სასამართლო,საბაჟო და ლუდსახარში საწარმო.

ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”

იმერეთის დაბლობზე,ხანისწყლის ნაპირებზე განფენილ ბაღდათში დაბადებულ სახელოვან რუს პოეტს - ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები) თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში გამუდმებით ტანჯავდა ისეთი სიმპტომი,როგორიც გახლავთ – „ბაქტერიოფობია”,ანუ – „მიკრობებისა და ბაქტერიების შეყრის შიში”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ზოოპარკი – ერთადერთი ადგილია დედამიწაზე,სადაც ცხოველებს ადამიანების ნახვა შეუძლიათ სიცოცხლის რისკის გაწევის გარეშე”.

მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გამოჩენილი რუსი მწერალი და დრამატურგი – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები) პროფესიით ექიმი გახლდათ.

„ბრიტანული ენციკლოპედია” – (ეპიზოდი)

ერთ-ერთ უძველეს უნივერსალურ ენციკლოპედიას მსოფლიოში – „ბრიტანიკას”,რომელიც პირველად გამოცემული იქნა 1768-1771 წლებში,ოთხიათასამდე ავტორი და რედაქტორი ჰყავს.

ონორე დე ბალზაკის ნააზრევი…

„ცხოვრების დასაწყისში,თვით ყველაზე თავზეხელაღებული ვაჟკაცებიც შეიძლება უეცრად დაიბნენ”.

„ტუნიკას” შესახებ…

ამა თუ იმ სახის ორი ნაჭრისაგან შეკერილი ერთობ სადა სამოსი – ტუნიკა,ისტორიის ადრეული ეპოქებიდანვე ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკის მიწებიდან ვიკინგების მიწებამდე ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ხალხებში.

„ვაი-ჟურნალისტიკა”

„დადგება დრო და ჟურნალისტიკა ყოველივეს პატივს ახდის,თვითონ დასვამს მეფეებს ტახტზე და თვითონვე დაანგრევს მათ ტახტებსო”. – ამბობდნენ ერთნი. „ის თქვენ დაგასამარებთ,რადგან დაბალ კლასებში გონებას გააღვიძებთ და მოიმკით აჯანყებას,რომლის პირველი მსხვერპლიც თქვენვე გახდებითო”. – უწინასწარმეტყველებდნენ მეორენი ხელისუფალთ. „კალამი დაიპყრობს ყოველივეს,რისი დაპყრობაც ხმლით ვერ მოხერხდაო”. -  გონებამახვილობდნენ მესამენი.