Daily Archives: ნოემბერი 2, 2017
ჯეინ მინს ეპლტონ პირსი – „ეპიზოდი”
„თეთრი სახლის აჩრდილი”. – ამ სახელწოდებით მოიხსენიებდა ამერიკული პრესა აშშ-ის რიგით მე-14 პრეზიდენტის – ფრანკლინ პირსის მეუღლეს – ჯეინ მინს ეპლტონ პირსს (1806-1863 წლები).
თეოფილო ფოლენგო – „ეპიზოდი”
მხატვრულ ლიტერატურაში ილუზიონისტი პირველად მოხსენიებული იქნა XVI საუკუნეში.ავტორი,რომელმაც პირველმა მოიხსენია ილუზიონისტი თავის მხატვრულ ნაწარმოებში (პოემაში) – „მაკარონადა”,გახლდათ ეგრეთ წოდებული – „მაკარონული პოეზიის” თვალსაჩინო იტალიელი წარმომადგენელი და პოეტი - თეოფილო ფოლენგო (1491-1544 წლები).
ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, სს-ის რაიხსფიურერი და ჰოლოკოსტის სასტიკ მოვლენებზე პასუხისმგებელი გერმანელი პოლიტიკოსი – ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები) ხშირად ატარებდა თან გერმანულ ენაზე ნათარგმნ ინდუიზმის უმთავრეს ლიტერატურულ ძეგლს,უძველეს ინდურ ეპოსს – „ბჰაგავადგიტა”-ს.
იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ფონ ბისმარკს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცდაათამდე დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ამ მოვლენებს ყოველდღიურად ახსენებდა მის სახეზე არსებული იარა,რომელიც ერთ-ერთი დუელის დროს მიიღო.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ამბობენ,რომ საფრანგეთში სუნამოების შესაძენად მანდილოსნები გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ,ვიდრე სახელმწიფო არმიაზეო.თუმცა,მათ გამარჯვებებიც მეტი აქვთ”.