Daily Archives: ნოემბერი 3, 2017
სტივენ ედვინ კინგი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საგამომცემლო სახლების ხელმძღვანელთა დიდი უმრავლესობის მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად,თითოეული მათგანი ამა თუ იმ ავტორის მაქსიმუმ ერთი წიგნს გამოსცემდა წელიწადში.
ამონარიდები ჭოლა ლომთათიძის ნოველიდან – „თეთრი ღამე”
„სიცოცხლე მინდა და სხვა არაფერი!.. სიცოცხლეს ხომ ერთხელ გამოცდის ადამიანი, მხოლოდ ერთხელ! ნუ მართმევთ ამ სიცოცხლეს, ის ისეთი მშვენიერებაა! ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მხოლოდ სიცოცხლე დამანებეთ, დამანებეთ ვისუნთქო და ქვეყნიერებას ვუცქირო…”
შერლოკ ჰოლმზი – „ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟი - შერლოკ ჰოლმზი არა მხოლოდ მისი ლიტერატურული მამის – ართურ კონან დოილის ნაწარმოებებშია წარმოდგენილი,არამედ იგი სხვა ათეულობით მწერალმაც აღწერა თავიანთ ქმნილებებში.
თედორე დოსტოევსკი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერალი და ესეისტი - თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები) ერთობ საინტერესო თვისებების მქონე პიროვნება გახლდათ.მსოფლიო ლიტერატურის კორიფეს ძალიან უყვარდა უცნობი ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად თავისი ქმნილებების განხილვა-გაანალიზება.
ჟიულ გაბრიელ ვერნი – „ეპიზოდი”
მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი მწერალი – ჟიულ გაბრიელ ვერნი (1828-1905 წლები),თავის ლიტერატურულ წარმატებას დიდ ფრანგ მწერალს - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები) უმადლოდა.