Daily Archives: ნოემბერი 27, 2017

„ვაი-ჟურნალისტიკა”

„დადგება დრო და ჟურნალისტიკა ყოველივეს პატივს ახდის,თვითონ დასვამს მეფეებს ტახტზე და თვითონვე დაანგრევს მათ ტახტებსო”. – ამბობდნენ ერთნი. „ის თქვენ დაგასამარებთ,რადგან დაბალ კლასებში გონებას გააღვიძებთ და მოიმკით აჯანყებას,რომლის პირველი მსხვერპლიც თქვენვე გახდებითო”. – უწინასწარმეტყველებდნენ მეორენი ხელისუფალთ. „კალამი დაიპყრობს ყოველივეს,რისი დაპყრობაც ხმლით ვერ მოხერხდაო”. -  გონებამახვილობდნენ მესამენი.