Daily Archives: ნოემბერი 6, 2017

„ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი” – (ეპიზოდი)

1635-1636 წლებში დიდებულმა ნიდერლანდელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა - ანტონ ვან დეიკმა დახატა ტილო,სახელწოდებით - „ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი”,რომელიც იმთავითვე იქცა მისი ზღაპრული შემოქმედების ერთ-ერთ გვირგვინად.

ლუკიანე სამოსატელი – „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია”

„ისტორიის აღმწერს ერთი მოვალეობა აქვს – მოჰყვეს ისე, როგორც მოხდა. ამას იგი ვერ მოახერხებს, თუ არტაქსერქსესის ექიმია და ეშინია მისი, ანდა იმედი აქვს, რომ თავის თხზულებაში ჩართული ხოტბის საზღაურად მეწამულ კანდისს, ოქროს ყელსაბამს და ნისეურ ცხენებს მიიღებს.

„XII საუკუნის ბიოლოგიური იარაღი”

1098 წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ამის მიზეზად ფრიად საინტერესო გარემოებას ასახელებდნენ.

ტამილების უცნაური ტრადიცია

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განთავსებულ ტამილნადის შტატში მაცხოვრებელ ხალხში – ტამილებში ერთი ფრიად უცნაური რელიგიური ტრადიციაა გავრცელებული.

ალექსი I – „ეპიზოდი”

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში მრავლად მოიპოვება ისეთი ოდიოზური თვისებების მატარებელი მმართველები,რომელთაგან ერთნი,იმის გამო,რომ არ უყვარდათ პოეზია,სიკვდილით სჯიდნენ პოეტებს; მეორენი კი,იმის გამო,რომ სძულდათ ყოველგვარი ხელოვნება,მუსრს ავლებდნენ ხელოვნების ნიმუშებს.

რემბრანდტი – „ეპიზოდი”

ბაროკოს ეპოქის გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მეუღლის – სასკია ვან ეილენბურგის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ოთხი გართულებული მშობიარობის პროცესმა,

უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო დაფინანსება შეემცირებინა კულტურის სამინისტროსათვის.