Daily Archives: ნოემბერი 8, 2018
ვიტელიუსი – „ეპიზოდი”
„იგი, შემალული ბაღის ჩრდილში, ვითარცა ზარმაცი პირუტყვი გაძღება და უმოქმედოდ დაეგდება, არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე”. – ასე დაახასიათა დიდმა ძველ რომაელმა ისტორიკოსმა – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსმა ღორმუცელობით სახელგანთქმული რომის იმპერატორი - აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები).
პერსი ბიში შელი – „უფლებათა დეკლარაცია”
„არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, დაარღვიოს საზოგადოების სიმშვიდე და წინ აღუდგეს რომელიმე კანონის განხორციელებას, როგორი უვარგისიც არ უნდა იყოს ეს კანონი, იგი უნდა დაემორჩილოს მას და მოუხმოს მთელს გონებრივ შესაძლებლობებს, რათა მის გაუქმებას მიაღწიოს”.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდგომ, ახლადდაქორწინებული წყვილი სახლის კართან დადებულ თეფშს ფეხით ამსხვრევს. საქორწინო ცერემონიალს მსხვრევის ტრადიცია ასევე თან ახლავს ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში – გვატემალაშიც.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„კაცი თავის ვაჟიშვილს ყოველთვის მამასავით ელაპარაკება; ცოლს- ქმარივით; მტერს – მტრულად; მაშინ, როდესაც შეუძლია მეგობარს ყოველთვის ისე ელაპარაკოს, როგორც საქმე მოითხოვს, და არა ისე, როგორც მოსაუბრეს შეეფერება”.