Daily Archives: ნოემბერი 14, 2018

ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”

ადოლფ ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის მიზანთროპმა წვერმა, ნაცისტური გერმანიის საიმპერიო ავიაციის სამინისტროს რაიხმინისტრმა – ჰერმან ვილჰელმ გერინგმა (1893-1946 წლები), არა მხოლოდ ისტორიაში დატოვა თავისი კვალი, არამედ მსოფლიო მედიცინაშიც. თუმცა, პირველისაგან განსხვავებით, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში გერინგმა გაცილებით უკეთესი სახელი დაიგდო.

„დამაკვირდი”

1. „მაწანწალა ცხოვრებისთვის ადამიანს სამიდან ერთი რამ მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება, ან ფსიქოანალიზი. აი, ამ სამიდან თუ ერთ-ერთის მიმართ მაინც არ იჩენთ მიდრეკილებას, დიდხანს ვერ იხეტიალებთ”. – ჰარუკი მურაკამი

იცით თუ არა, რომ?!

1. რომის ტირანი იმპერატორი – დომიციანე, თავისი მმართველობის დასასრულს – უწესო ცხოვრებამ, მუდმივმა შიშებმა და ადამიანისადმი სადისტურმა სიძულვილმა, ფიზიკურად და სულიერად სავსებით გაანადგურა.

დავიდ ბენ-გურიონი – „ეპიზოდი”

„ლუკმა ჩემი შრომით უნდა ვჭამოო”, – ასე განაცხადა თავისი დიდებული პოლიტიკური კარიერის დასასრულში მყოფმა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და ქვეყნის ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა (1886-1973 წლები).