Daily Archives: დეკემბერი 22, 2018
ჰენრი კავენდიში – „ეპიზოდი”
„კავენდიში – ყველაზე მდიდარი სწავლულთა შორის და ყველაზე სწავლული მდიდართა შორის”. – ასე ლაკონურად, თუმცა-კი ერთობ მრავლისმეტყველად დაახასიათა თავის დროზე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი - ჰენრი კავენდიში (1731-1810 წლები) სახელგანთქმულმა ფრანგმა ფიზიკოსმა – ჟან ბატისტ ბიომ.
რამდენიმე ფაქტი „სასვენი ნიშნების” შესახებ…
1. სასვენ ნიშანთა სისტემა დამწერლობაში – „პუნქტუაცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა. „punctum” – „წერტილს” აღნიშნავს და მაშასადამე, სწორედ წინადადების ამ შემაჯამებელი, დამაგვირვინებელი და ყველაზე ძველი სასვენი ნიშნის მიხედვით ეწოდა კიდეც მთელ სასვენ ნიშანთა სისტემას თავისი სახელი დროთა განმავლობაში.