Daily Archives: დეკემბერი 20, 2018
რამდენიმე ფაქტი „ოდეკოლონის” შესახებ…
1. როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს, სპირტით განზავებულ სურნელოვან ნივთიერებათა ხსნარის – „ოდეკოლონის” მსგავს პარფიუმერულ საშუალებას, ეგვიპტის ერთადერთი ქალი-ფარაონი – ჰატშეფსუტი მოიხმარდა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XVI-XV საუკუნეებში.
ერნესტ რეზერფორდი – „ეპიზოდი”
„ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებულ ახალ ზელანდიური წარმომავლობის მქონე ინგლისელ ფიზიკოსს - ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები) ახლობლებმა, თანამშრომლებმა და მოწაფეებმა მეტსახელად – „ნიანგი” შეურჩიეს.
ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „კაქტუსი”
„უწინ, კაცმა თავი მოიკლაო, რომ გავიგონებდი, მიზეზის გაგებაც არ მსურდა. რამ უნდა მიგიყვანოს კაცი ამ ნაბიჯამდეთქვა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. არის თურმე ცხოვრებაში წუთები, როცა ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობაა.
პითაგორა და „პითაგორელები”
„საკუთარი სხეული საკუთარი სულის კუბოდ არ აქციოთო”, – მრავლისმეტყველად გვირჩია თავის დროზე გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-495 წლები). „ღვთაებრივ პითაგორად” წოდებულ სწავლულს მრავალი მიმდევარი ჰყავდა.
„მიუნხენის კონფერენცია” – (ეპიზოდი)
1938 წლის 29 სექტემბერს, გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ მიუნხენში გამართული იქნა კონფერენცია, რომელსაც ოთხი ქვეყნის პირველი პირი დაესწრო: ადოლფ ჰიტლერი (გერმანია), ბენიტო მუსოლინი (იტალია), ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთი).