Daily Archives: ივლისი 26, 2020

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ყველაფერსა აქვს დასასრული, ყველაფერი ირღვევა და იშლება ბოლოს და ბოლოს… ფერფლად იქცევა და იფანტება უსმენარ ქარში ყოველივე”.

ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”

„სხვას ნუ გამოვეკიდებით, ცხოვრება რთულია და ვის ფეხი სად გადაუცდება, კოჭებში ნუ ჩავუსაფრდებით”.

ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„არასოდეს არ გაერიო ბინძურ თამაშში. სიბინძურეს ყოველგვარ საგანს გააცლი კაცი, გარეცხავ, გაასუფთავებ, მხოლოდ სულს ვერა! სულში სიბინძურე წარუშლელ ლაქად რჩება და ისევე ხელშეუხებელია, როგორც გუშინდელი დღე!”

ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – „ძლიერნი ამა სოფლისანი”

„არავის ჰყოფნის დრო თავისი შრომის დასამთავრებლად”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმური”

„ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ”.