Tag Archives: ფრაზეოლოგია
არისტოტელეს ნააზრევი…
„ყოველი საშიშროება უფრო საშიში ხდება ისეთი შეცდომის დაშვებისას, რომლის გასწორება შეუძლებელია ან საერთოდ, ანდა შესაძლებელია არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის”.
ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„როგორც კი სკოლა დავამთავრე და ცხოვრებაში ფეხი შევდგი, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არ მექო არავინ და არაფერი, რასაც მართლა ქების ღირსად არ მივიჩნევდი.
ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„ყველა, ვინც კი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების გზით რაიმეს ისარგებლებს ან ისიამოვნებს, იმიტომ კი არ შეურაცხყოფს ვინმეს, რომ ბოროტი უყოს მას, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე არგოს თავის თავს”.
გი დე მოპასანი წერდა…
„მონტე-კარლოში, მოყოლებული კანიდან, სადაც პატივმოყვარეობა ბატონობს, ვიდრე მონაკომდე, სადაც ბატონობს რულეტის თამაში, მხოლოდ იმისთვის ჩამოდიან, რომ ერთმანეთს თვალში ნაცარი შეაყარონ ანდა გაკოტრდნენ”.
ემილ-ოგიუსტ შარტიეს (ალენის) ნააზრევი…
„მკაცრად უნდა იცავდე საშუალოს ორ უგუნურებას შორის: იმ რწმენასა და იმ რწმენას შორის, რომ ყველაფერი შეგიძლია და არაფერი ძალგიძს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„გიყვარდეთ ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეთ. ამიტომ მოერიეთ თქვენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ, თვალები დახუჭეთ (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესეთ სიკეთე. მოითმინეთ მათგან სიავე, შეძლებისამებრ გულს ნუ მოიყვანთ. გახსოვდეთ, რომ თქვენც ადამიანები ხართ”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„კაცობრიობის განვითარებას არა აქვს დასასრული, და არასოდეს კაცობრიობა თავის თავს არ ეტყვის: შეჩერდი, საკმარისია, მეტის წინსვლა აღარ შეიძლება!”
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„მას, ვინც იცნობს თავის მტერს და საკუთარ თავს, არ ემუქრება საფრთხე ასეულობით ბრძოლაშიც კი. ის, ვინც არ იცნობს თავის მტერს, მაგრამ იცნობს საკუთარ თავს, ზოგჯერ გაიმარჯვებს. ის, ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა”.