Tag Archives: განათლება
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ პირველი მხატვარი ქალის ვინაობა,რომელსაც სიცოცხლეშივე ერგო პატივად ლუვრის დიდებულ მუზეუმში პერსონალური გამოფენა გაემართა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მხატვარ-აბსტრაქციონისტი ქალი – სონია დელონე (1885-1979 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)
“დითირამბების სიმღერა” – (ეპიზოდი)
ალბათ,ყველას გაგვიგონია გამოთქმა, – ამა თუ იმ ადამიანს “დითირამბებს უმღერიანო”.რა არის დითირამბი? და საერთოდ,ვისზე უნდა ემღერათ იგი?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,დედამიწაზე არსებულ უამრავ ლაბირინთს შორის ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს შემოგარენში ძვ.წ.აღ-ით 2 300 წელს აგებული ლაბირინთია.ცნობილია ისიც,რომ 70 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ამ უზარმაზარი ლაბირინთის შესასვლელთან გაკეთებული გახლდათ დაფა ფრიად მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე წარწერით.დაასახელეთ,რა ეწერა ლაბირინთის შესასვლელ დაფაზე?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ლევ ტოლსტოიმ თავის ერთ-ერთ საჯარო მიმართვაში შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის იმპერატორს – ნიკოლოზ II-ს.როგორც წესი,ასეთი სახის ქმედება რუსეთის იმპერიაში,მინიმუმ,კატორღით ისჯებოდა.მეფისა და რწმენის წინააღმდეგ ამბოხში დადანაშაულებული მწერლის დასჯა ნიკოლოზისაგან რამდენიმე გავლენიანმა მინისტრმა მოითხოვა.დაასახელეთ,რა პასუხი გასცა იმპერატორმა თვის ქვეშევრდომებს ლევ ტოლსტოის დასჯის მოთხოვნაზე?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ვიქტორიანული ერის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მწერალსა და რომანისტს – ჩარლზ დიკენსს (1812-1870 წლები) ძალიან ებრალებოდა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალები” და ხშირად ეხმარებოდა კიდეც მათ,როგორც ფინანსურად,ასევე მორალურადაც.თუმცა ამ ქმედებებიდან საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მოწონება მაინც დიკენსის ერთ შესანიშნავ ქმედებას ხვდა წილად.დაასახელეთ,რა სიკეთე გაუკეთა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს” დიკენსმა ისეთი,რამაც იგი კიდევ უფრო სახელოვან ადამიანად აქცია ინგლისში?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ოფიციალური მონაცემების თანახმად,1881 – 1951 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში “ლინჩის წესით” გასამართლების 4 730 შემთხვევა დაფიქსირდა.ამ უსასტიკესი და არადამიანური მეთოდით დასჯილი იქნა 3 656 შავკანიანი და 1 074 თეთრკანიანი ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქვეყანაში “ლინჩის წესით” ხალხის დასჯას ათწლეულების განმავლობაში სრული გულგრილობით ეკიდებოდა აშშ-ის კონგრესი.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,კონგრესმა დიდი ხნის დაგვიანებით,მაგრამ მაინც,ოფიციალურად მოიხადა ბოდიში თავისი უმოქმედობისა და გულგრილობის გამო.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასტროლებზე მყოფ ვირტუოზ იტალიელ მევიოლინეს – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ავსტრიული ჟურნალ-გაზეთები სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებებში სდებდნენ ბრალს.ერთ-ერთი ავსტრიული რელიგიური გაზეთი პროტესტის ნიშნად,მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნებასაც კი ერიდებოდა და მხოლოდ პაგანინის მიერ “ჩადენილი” ცოდვებით მიანიშნებდა მკითხველს თუ ვის ეძღვნებოდა გაზეთში გამოქვეყნებული სტატია.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1610 წლის აგვისტოს ნათელ ღამეს გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა – გალილეო გალილეიმ ფლორენციაში ტელესკოპი ცისკენ მიმართა და მის მიერ ცაზე შემჩნეული და პირველად აღმოჩენილი მოვლენა შემდეგი ლათინური ასოებით აღწერა: “Smaismrmilmepoetalevmibunenugttaviras”.მეცნიერები დაინტერესდნენ და ამ გამოცანის დაფარული აზრის გასაგებად შეუდგნენ ასოების აქეთ-იქით გადაადგილებას და სიტყვებად დაჯგუფებას.თუმცა გალილეოს აღნიშნული გამოცანა მაინც ვერავინ ამოხსნა.რამდენიმე მეცნიერმა ისიც კი განაცხადა,რომ “ვინც გამოცანა შეადგინა,მანვე აგვიხსნასო”.დაასახელეთ,რა დაინახა გალილეომ ცის ტატნობზე ტელესკოპით და რას გადმოგვცემდა მის მიერ ზემოაღნიშნული ლათინური სიტყვების არსი? – (ავტორი გენია.ჯი)
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის კუნძულებზე მაცხოვრებელი ხალხი – პოლინეზიელები,ღუმელს,სახელდახელოდ,მიწისგან ამზადებდნენ.დაასახელეთ,პოლინეზიური მიწის ღუმელის სახელწოდება.
ავიცენა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,შუა საუკუნეების გენიალურმა სპარსმა ფილოსოფოსმა,ექიმმა,მეცნიერმა და “აღმოსავლური არისტოტელიზმის” ფუძემდებელმა – აბუ ალი იბნ სინამ (980-1037 წლები),იგივე ავიცენამ,რომელმაც მთელი თავისი ქონება სიკვდილის შემდგომ ღატაკებს უანდერძა, და რომელმაც უკვე 10 წლის ასაკში სრულყოფილად იცოდა “ყურანი”,