Tag Archives: რა? სად? როდის?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: თალმუდისტები ირწმუნებიან,რომ სამოთხეში ცოდვა მარტო ევას არ ჩაუდენია.როდესაც მან აკრძალული ხილის (ვაშლის) ჭამა დაიწყო,მის ირგვლივ იმისათვის,რომ მათაც ეგემათ აკრძალული ნაყოფი,თავი მოიყარა ყველა ფრინველმა.ამ საერთო ცოდვით დაცემაში კი,მონაწილეობა არ მიუღია ერთადერთ ფრინველს.დაასახელეთ,რომელ ფრინველზეა საუბარი?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: რა პასუხი გასცა დიდმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა,პოეტმა,ესეისტმა და მოაზროვნემ – რალფ უოლდო ემერსონმა (1803-1882 წლები) კითხვაზე: “რას იზამდი,მზე რომ გაციებულიყო და დედამიწა დაღუპულიყო?”

რა? სად? როდის?

“ვერ გეტყვით,კარგია ეს თუ ცუდი,მაგრამ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ევროპისათვის ჭკუის სწავლებას.ვაკეთებთ ამას ჩვენ აგერ უკვე კაი 125 წელზე მეტია.არავის დავუპატიჟნივართ მეურვედ,ჩვენ თვითონ მოვახვიეთ თავს ჩვენი თავი! – ჩვენ ხომ ანგლო-საქსები ვართ”. – დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი,რომელიც ცნობისათვის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი გახლდათ.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: იმისათვის,რომ მექსიკაში იოანე-პავლე II-სათვის ბრინჯაოს ქანდაკება აეგოთ,ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა 5 000 000 ცალი ის ნივთი,რომელიც ძეგლის ასაგებად იყო საჭირო.დაასახელეთ იმ ნივთის სახელწოდება,რომელიც შეაგროვა მექსიკელებმა ძეგლის ასაგებად? (ცნობისათვის,ეს ნივთი არაერთ ეროვნულ გერბზეა გამოსახული).

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ფრანგები,ისეთ ფულს,რომელიც გადასახადების თავის არიდების მიზნით არის გადამალული და დაცული შვეიცარიის ბანკებში,ამ უცნაური სახელით მოიხსენიებენ.დაახალეთ,რას უწოდებენ ისინი ასეთ ფულს?

რა? სად? როდის?

პირველი შეკითხვა: 2008 წელს აფრიკული სახელმწიფოს ზიმბაბვეს ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ოფიციალიურად აუკრძალა საპირფარეშოებში ამის გაკეთება.რა აკრძალა მთავრობამ?