Tag Archives: სხვა

ონორე დე ბალზაკი წერდა…

„როგორ მოგწონთ, შვილი მამას ჭკუას ასწავლის!..”

ირაკლი აბაშიძე წერდა…

„ქვეყნის დუღილში მართლაც წუთს ჰგავს წუთისოფელი, მართლაც ხანდახან სიოს ერთი დანაბერია”.

სოფოკლე წერდა…

„სიავისათვის არავინაა მიუწვდომელი”.

გიორგი ლეონიძე – „ლობიოს დაუჯდომელი”

„ჰოი, ყოვლად ნოყიერო, გემოთი საამო, ყნოსვის დამატკბობელო შეჭამანდო სამეფოო, ფასდაუდებელო, ლობიო ქართლისაო!

სოფოკლე წერდა…

„ადამიანი, რაც არ უნდა ბრძენკაცი იყოს, მეტის შეცნობა სამარცხვინო როდია მისთვის”.

ჟიული შარტავამ გვითხრა!

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია! და, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”.

ალექსანდრე ყაზბეგი წერდა…

„ხალხო! გეხვეწებით ამ მოხუცის თავით უფრთხილდით ერთმანეთს, უბრალოდ მტრობას უფრთხილდით! იქნებ ხვალ და ზეგ ეგეთი დღე დაგვადგეს, რომ თითოს თავი ათასად დაფასდეს. მშვიდობიანობას ეცადეთ, თქვენი ჭირიმეთ, მშვიდობიანობას!”

ონორე დე ბალზაკი წერდა…

„ – იცი, შვილო, თუ გინდა ღირსეული ადამიანი იყო, მიცემული სიტყვა წმიდათაწმიდა უნდა იყოს შენთვის და ვალდებული ხარ ისე დაიცვა, როგორც საკუთარი პატიოსნება”.

გრიგოლ ჩიქოვანი წერდა…

„ეს საზოგადოება სხვისას ყოველთვის იაფად აფასებს, თავისას – ძვირად”.

ოთარ ჭილაძე წერდა…

„ჩვენ ყურის აწევა არ გვსიამოვნებს, მაგრამ სხვას რომ ლაყუჩები აქვს ახეული, არაფრად მიგვაჩნია”.