Tag Archives: მითოლოგია
ხუნდუნი
ხუნდუნი - წარმოადგენდა ძველი ჩინელი ხალხის აზრითა და რწმენით – “უპირო” ღვთაებას,რომელიც ერთგვარი სიმბოლო და გამოსახულება გახლდათ “ქაოსის”.
“იშტაბი”
“იშტაბი” - წარმოადგენდა უძველესი მაიას ხალხის მოთოლოგიურ ქალღმერთს და აზრობრივად გამოსახავდა “ჩამოხრჩობილთა (თვითმკვლელთა) მფარველ ღვთაებას”.გარდა ამისა იგი მიიჩნეოდა “მსხერპლთშეწირვის” ღვთაებადაც და მისი სახელი ასოცირდებოდა მთვარის დაბნელებასთან. (ავტორი გენია.ჯი)
“ვახანა”
“ვახანა” - სანსკრიტული ენიდან ითარგმნება,როგორც “იმოგზაუროს რითიმე”.იგი წარმოადგენდა ინდური მითოლოგიის მიხედვით ობიექტს ან რაიმე არსებას,რომელთაც ღმერთები გამოიყენებდნენ გადასაადგილებელ საშუალებად (ძირითადად მაინც ცხოველებს).
“მარა”
“მარა” - სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა დემონს,რომელიც ღამ-ღამობით ადამიანთა მკერდზე ჯდებოდა,რაც იწვევდა საშინელ სიზმრებს და სულის ხუთვას ამა თუ იმ მძინარე ადამიანისა,თავად “მარას” სიმძიმიდან გამომდინარე.
“სპირიდუში”
“სპირიდუში” - შუა საუკუნეების ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა ბოროტ სულს,რომელიც შავი მაგიის გამოყენების შედეგად,შავი ქათმის კვერცხისაგან გამოჰყავდათ და შემდგომ სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ.სპირიდუშს შეეძლო მისი ბატონისათვის წარმატებისა და გამდიდრების მოტანა. (ავტორი გენია.ჯი)
ენკელადოსი
ენკელადოსი - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,წარმოადგენდა ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაების – ურანოსისა და დედამიწის განსახიერების ღვთაების – გეას ვაჟს.