Tag Archives: განათლება

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი თავისი ახალი მუზისგან,ჩვიდმეტი წლის მოწაფისაგან – გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდისაგან სწავლის საფასურს არ იღებდა.სამაგიეროდ,კეკლუცი და თავქარიანი ჯულიეტა ბეთჰოვენს ვალში მაინც არ რჩებოდა და ხშირად უძღვნიდა ლუდვიგს ერთი და იმავე სახის საჩუქრებს.დაასახელეთ,რით ასაჩუქრებდა გვიჩარდი მასზე შეყვარებულ გენიალურ კომპოზიტორს?

ამირ ყოლი ამინის ნიშანდობლივი იგავი

ერთმა კაცმა სხვისი აქლემი მიისაკუთრა.აქლემის პატრონმა მას ყადისთან უჩივლა.ყადიმ მიმთვისებელს ჰკითხა:

აცტეკების კალენდრის ქვა

მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი უნიკალური კულტურის ხალხს – აცტეკებს სწამდათ,რომ სამყარომ თავისი შექმნიდან ოთხი ეპოქა,ანუ ერა გაიარა.პირველი,რომელსაც „ოთხი ოცელოტი” ერქვა, 4008 წელი გრძელდებოდა და ოცელოტების მიერ იმხანად დედამიწაზე მცხოვრებ გიგანტთა ტომების – კინამეცინების განადგურებით დამთავრდა.

ძველი ჩინელების სტიქიონთა ხუთი პირველსაწყისი ელემენტი

ძველი ჩინეთის ყველა ნატურფილოსოფიური მოძღვრება,ისეთი როგორიცაა მოძღვრება „ხუთ პირველსტიქიაზე” და რომელსაც ჩინელებმა „უსინ” უწოდეს,დასაბამს იღებენ ძველი ჩინელების მითოლოგიური და პრიმიტიულ-რელიგიური წარმოდგენებიდან ცასა და მიწაზე.

ლაო ძი – „ეპიზოდი”

პირველი ჩინელი ისტორიკოსის – სიმა ციანის გადმოცემის თანახმად,გენიალური ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – ლაო ძი (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),რომელიც ერთ-ერთი უძველესი გადმოცემის თანახმად დედამ წაბლის ხის ქვეშ შვა,სახელად – დან-ს ატარებდა,ხოლო გვარად იგი სინამდვილეში ლი გახლდათ.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,დიდი იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის უკვდავ ქმნილებაში – „ღვთაებრივი კომედია”,მოხსენიებულია ჯოჯოხეთში მყოფი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი – არისტოტელე.

ასე არიგებდნენ აცტეკები თავიანთ შვილებს…

მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი - აცტეკები,ზრდილობის წესებსა და კარგ მანერებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ.შესაბამისად,ეს ორი უმნიშვნელოვანესი საუნჯე ყოველივე ადამიანურობისა,აცტეკთა კულტურის განუყოფელ ნაწილადაც მიიჩნეოდა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ხანდახან პირდაპირ გაგაოცებს ამ აღიარებულ ჭკუის კოლოფთა სიშტერე!” – დაასახელეთ,რომელი პროფესიის ადამიანების შესახებ ამბობდა აღნიშნულ ფრაზას გენიალური დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,აღორძინების ეპოქის იმ იტალიელი მოქანდაკის ვინაობა,რომელმაც მუშტის დარტმით ცხვირის ხრტილი ჩაუმსხვრია და სამუდამოდ დაუმახინჯა ცხვირი გენიალურ იტალიელ ხელოვანს – მიქელანჯელო ბუონაროტის

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ბერძნებსა და თურქებს შორის იმთავითვე დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ელინები ადრეულ ეპოქებში მასიურად დევნიდნენ იმ ერთ-ერთი სახეობის ფრინველს,რომლებსაც ისინი თურქთათვის წმინდა ფრინველად მიიჩნევდნენ.