Tag Archives: ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “კაცი
ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ასეა: კეთილს რომ სჩადის კაცი,ბოროტებად ექცევა; ქორს რომ ფრთას გაუმთელებ,ბრჭყალებსაც გაილესავს”.
ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის,რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს; ადამიანის დანიშნულებაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა!”
ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
“ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღწევია განვითარების იმ საფეხურისათვის,რომ ტიტველი სიარული შეიძლებოდეს,როგორც ეს სურდა ძველ ფილოსოფოს დიოგენს”.
ამონარიდი ვიქტორ მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ოქრო ყოველ წელიწადს, ხახუნის გამო, თავისი მოცულობის ერთ მეათასოთხასედ ნაწილს კარგავს; ამას ფულის წონის დაკარგვას უწოდებენ. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მილიარდ ოთხასი მილიონი ოქროდან, რაც მთელი დედამიწის ზურგზე ხმარება-ბრუნვაშია, ყოველწლიურად ერთი მილიონი იკარგება.
ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„მოულოდნელობა არ იცი საიდან დაგატყდება. ცხოვრების სიღრმეები შემზარავია. მცირეოდენი მძულვარება არ არსებობს. მძულვარება ყოველთვის დიდია. იგი თავის მოცულობას სულ უმნიშვნელო ქმნილებებაშიც არ კარგავს და საზარლადვე რჩება. ყოველგვარი სიძულვილი იმიტომაა ძლიერი, რომ იგი სიძულვილია.