Tag Archives: საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები გენიალური მხატვრების შესახებ…

1. გამოჩენილმა ამერიკელმა მხატვარ-ნატურალისტმა – ჯონ ჯეიმს ოდიუბონმა (1785-1851 წლები),მთელი ცხოვრება სხვადასხვა სახეობის ფრინველების ხატვას მიუძღვნა და საბოლოო ჯამში 435 აკვარელით შესრულებული შესანიშნავი ნახატი დაგვიტოვა ფრინველებისა.

იოჰან ბრამსის ბიოგრაფიიდან…

გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი,ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი რომანტიზმისა და ავტორი შესანიშნავი ნაწარმოებისა “გერმანული რექვიემი”- იოჰან ბრამსი (1833-1897 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში ძლიერ ავადმყოფობდა.

ედუარდ ვან დერ ნიულეს “სუიციდის” მიზეზი…

ედუარდ ვან დერ ნიულე (1812-1868 წლები),გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორი და “ელეკტიზმის” სტილის (დომინირებადი მიმართულება არქიტექტურაში 1830-1890 წლებში) თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ოგიუსტ კონტი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი - ოგიუსტ კონტი (1798-1857 წლები),რომელიც გახლდათ “პოზიტივიზმის” ფუძემდებელი და “სოციოლოგიის”,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების დამაარსებელი,”შიზოფრენიით” ახალგაზრდობის ასაკიდანვე იტანჯებოდა.

რობერტ შტოლცი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი,დირიჟორი და აღიარებული,როგორც: “უკანასკნელი ვალსის მეფე” - რობერტ შტოლცი (1880-1975 წლები),2000-მდე სიმღერისა და ვალსის,60-მდე ოპერეტის და 100-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია.

ელისაბედ ელეონორა სიდალის ბიოგრაფიიდან…

ელისაბედ ელეონორა სიდალი (1829-1862 წლები),გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი,პოეტი და მხატვარი ქალი,რომლის შემოქმედებამაც უდიდესი გავლენა იქონია “პრერაფაელისტებზე”.

მაიკლ ფარადეის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და „ელექტრომაგნიტური ველის” ფუძემდებელი - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები), მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და მის რწმენას ვერც ჩარლზ დარვინის ნაშრომების გაცნობამ შეუქმნა საფრთხე.

ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ უდიდესი ფრანგი კომედიოგრაფისა და კლასიკური კომედიის დამფუძნებლის - ჟან ბატისტ პოლკენის,იგივე - მოლიერის (1622-1673 წლები),შესახებ 1919 წლის 7 ნოემბერს გამოცემულ ფრანგულ ჟურნალში – “Comedia”,იბეჭდება ცნობილი ფრანგი მწერლისა და პოეტის – პიერ ლუის (1870-1925 წლები) სტატია,

“მედიჩის ჟირაფი”

“მედიჩის ჟირაფი” - გახლდათ საჩუქარი ეგვიპტის სულთნის – კაიტ-ბეემისა,გაკეთებული 1486 წელს,ფლორენციის რესპუბლიკის მმართველისა და სახელმწიფო მოხელის – ლორენცო დი პიერო დე მედიჩის (1449-1492 წლები) მიმართ.

“დეფენენსტრაცია”

“დეფენენსტრაცია” – ინგლისურ ენაზე “Defenestrations”,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და წარმოადგენს აქტს ვინმეს ფანჯრიდან გადაგდებისა.აღნიშნული ფენომენი ერთობ პოპულარული გახლდათ ძველ ჩეხეთში და იგი ერთგვარი მოვლენა იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაცილებლად.