Tag Archives: ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“ზოგადკაცობრიული სამართლიანობისა და ზნეობრივი ნორმების დაურღვევლად თანამედროვე სახელმწიფოს კეთილდღეობა გამორიცხულია.მეორე მხრივ,ადამიანთა უმრავლესობამ ხსენებული სამართლიანობა და ზნეობრივი ნორმები თუ არ დაიცვა – სახელმწიფო კი არა,თვით სიცოცხლეც მოისპობა.
ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
” – გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს,უნდა იღონო რაიმე,რომ ეშველოს იმ კაცს,თუ ადამიანი ხარ.ამას ვშვრებოდი მე,მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც,სიკეთე და სამართალი თუ უნდა.
ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომში ჩხუბების დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს”.
ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“გიჟებთან ლაპარაკი მიყვარს მე.ხანდახან ისეთს იტყვიან,იცოდე შენ,ბრძენისაგან ძვირად გაიგონებ მისთანას”.
ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“ხე მეხივით გაიღებს ტკაცანს,თითქოს ხერხემალში გადატყდაო.ზეზეა ჯერ კიდევ,ერთს შეტრიალდება ადგილზე და მერე გადაქანდება დასაწოლად.მიდის და ლეწავს ყველაფერს,რაც დახვდება გზაზე.