Category Archives: სხვა
თამაზ ჭილაძე წერდა…
„ეს ჩვენი სამშობლო იწვის… ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს გარშემო, ჩვენს სულში… ისიც კი ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით.
ჟორჟ სიმენონი წერდა…
„იცით თუ არა, თქვენ, რომ არის ჭეშმარიტება, რომელიც არა მარტო ხალხის, არამედ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელთა მხედველობის მიღმა რჩება.
ნაირა გელაშვილი – „გამარჯობათ, გოგო-ბიჭებო!”
„რა შეედრება გოგო-ბიჭების შეუპოვარ, ბედისწერულ მოუთმენლობას! აბა, ვინ შესძლებს ასე გაუხარდეს გაზაფხული! ასე ერთბაშად ისკუპოს მის ფერად სარკმელში!
ადოლფ ჰიტლერი – „გერმანელ ხალხს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდის”
„გერმანიის მომრევი ქვეყანაზე არ არსებობს და მტერს ელვისებურ ომში სამარცხვინო დამარცხებას ვაგემებთ.
„პატარა წმინდანები”
„გაბოროტებული კაცის ხმაჩახლეჩილი ჭრიალის მსგავსი ხმით გაიღო ბავშვთა სახლის ძველი ხის კარი. სამარისებული სიჩუმე… რკინის საწოლებზე ჩამომჯდარი „პატარა წმინდანების” ნაღვლიან სახეებზე ალალი მოლოდინის წარუშლელი კვალია აღბეჭდილი.
რევაზ ჯაფარიძე – „ბატონი” და „ქალბატონი”
„ბატონი” და „ქალბატონი” – რამდენადაც მესმის, ამ ორ სიტყვას შორის არავითარი სხვაობა არ არის და საქმე არა ორ ფორმასთან, არამედ ერთადერთ ფორმა “ბატონთან” გვაქვს. მეორე სიტყვა „ქალბატონი”, რითაც ქალს მიმართავენ, ნაგვიანევი წარმოშობისაა,
ერთი პატარა იგავი
ეშმაკმა ადამიანის დასაჩაგრავად სხვა ვეღარაფერი რომ ვერ მოიგონა, გადაწყვიტა ჰაერი წაერთმია და ღმერთს სთხოვა, დედამიწას მინის ხუფი გადავახუროთ. იყიდონ ადამიანებმა ჰაერი, როგორც სხვა ყველაფერს ყიდულობენ, უფასოდ რატომ უნდა ისუნთქონო.
„სიღატაკე”
„ – ნეტა მაცოდინა, ნამდვილად გაჭირვების გამო ხდება ყოველგვარი ბოროტება, თუ სხვა მიზეზიც არსებობს? უმთავრესად, რა თქმა უნდა, გაჭირვებისა და სიღატაკის გამო ხდება ხოლმე.
„ქალმა თქვა”…
„უფალმა ღმერთმა ძალიან ცუდად მოაწყო ყველაფერი, თავსატეხი მარტო ქალებს გაგვიჩინა. პატარა რაღაც შეგეშლება და გამოჭერილი ხარ, ვერსად გაექცევი, იღრიალე რამდენიც გინდა, კუდი მაინც გამოგიჩნდება.
„ინდუსტრიალიზაცია” – (ეპიზოდი)
1930-იან წლებში, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში რელიგიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა წარმოებდა, უამრავი ქრისტიანული ტაძარი იქნა განადგურებული. გარდა ტაძრების განადგურებისა, სალოცავების სამრეკლოებიდან მასიურად იხსნებოდა და ნადგურდებოდა უნიკალური საეკლესიო ზარებიც.