Category Archives: ისტორია

“ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკი”

“ტერეზიენშტადტი” – ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “ტერეზინის გეტო”,წარმოადგენდა 1941 წლის ნოემბერში,გერმანული გესტაპოს ბაზაზე,ჩეხეთის ყოფილ საგარნიზონო ქალაქის – ტერეზინის ტერიტორიაზე,დაარსებულ საკონცენტრაციო ბანაკს,მდინარე ორგჟეს სიახლოვეს.

გაიუს იულიუს კეისრის ბიოგრაფიიდან…

ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,მხედართმთავარს,მწერალსა და ორატორს,რომლის სახელი (კეისარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად - გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),მადლიერმა რომაელმა ხალხმა“ღვთაებრივი ავგუსტუსი” უწოდა.

“შიმშილი ბენგალიაში”

“შიმშილი ბენგალიაში” - ამ საშინელი სახელით შევიდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის,ისედაც საშინელი მოვლენებით სავსე ფურცლებზე,კიდევ ერთი უბედურება,რომელიც 1943 წელს დატრიალდა ისტორიულ რეგიონში,აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით – ბენგალიაში (იმ დროისათვის ბრიტანული ბენგალია.

მარია ბურგუნდიელი

მარია ბურგუნდიელი დაიბადა 1457 წლის 13 თებერვალს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.იგი გახლდათ ბურგუნდიის,ენოსა და ნამიურის საგრაფოების ჰერცოგინია,ამასთანავე ნიდერლანდების ცნობილი (ისტორიული) გრაფინია და ერთადერთი ქალიშვილი ბურგუნდიის ჰერცოგის – შარლ “მამაცისა” (1433-1477 წლები).

“ეკომიენდა”

“ენკომიენდა” - (ესპანურად: encomienda,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ზრუნვას”,”დაცვას”).იგი გახლდათ ფორმა დამოკიდებულებისა, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ,კოლონიზატორთა მხრიდან – “ესპანურ კოლონიებში” და შემოღებულ იქნა 1503 წელს.

“ცოდილო”

“ცოდილო” - გახლავთ კლდოვანი მხატვრობის უნიკალური ძეგლი “ცოდილოს რაიონში” (თანამედროვე ბოტსტვანას ჩრდილო-დასავლეთი),რომელიც შეიცავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან “კრებულს” ისტორიამდელი კლდეზე ხატვის ხელოვნებისა.

ჰერმან ვილჰელმ გერინგი – რობერტ ლეის დაღუპვის შესახებ…

რობერტ ლეი (1890-1945 წლები),გახლდათ “მესამე რეიხის” ობერგრუპენფიურერი,ფილოსოფიის დოქტორი და “გერმანიის მშრომელთა ფრონტის” ხელმძღვანელი 1933 წლიდან.

ჩინგიზ ყაენის “პორტრეტის” შესახებ…

ჩვენ არ მოგვეპოვება ჩინგიზ ყაენის (1162-1227 წლები),სიცოცხლეში შესრულებული მისი პორტრეტი,თუმცა შემდგომ წლებში არაერთი სურათი დაიხატა და უამრავი გამოსახულება შეიქმნა.

რაჯენდრა პრასადის ბიოგრაფიიდან…

რაჯენდრა პრასადი (1884-1963 წლები),გახლდათ ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი,რომელიც არჩეულ იქნა 1950 წელს.

“კასიკი”

“კასიკი” - ესპანურ ენაზე “Cacica” წარმოადგენს ისტორიულ-კუტურულ ტერმის ტაინოს ენაზე,რომელსაც თავდაპირველად გამოიყენებდნენ ავარული და ანტილიის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა თავიანთი “ბელადების” მისამართით და იგი ერთგვარად “ლიდერსაც” წარმოადგენდა ამ ხალხისა.